COVID-19: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 209.462-ს მიაღწია.

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.140-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 824-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 209.462-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 186.668 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.227), კარანტინის რეჟიმშია 489, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.627 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.824 ადამიანი იმყოფება. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0