ტესტი კორონავირუსზე

მიტროპოლიტი იობი კორონავირუსით დაინფიცირდა

390
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206. 907-ს მიაღწია.

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

კლინიკა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 206 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 175 842 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 055 პაციენტი კი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

390
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ეპიდემია საქართველოში

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

18
(განახლებულია 11:48 18.01.2021)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.915-ს მიაღწია.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 110 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 72  შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4.964 კვლევა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.930, PCR-ტესტით - 2.034.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კი კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა - 13, იმერეთი - 5, გურია - 5, კახეთი - 5, ქვემო ქართლი - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 2. 

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს, გასულ დღე–ღამეში აქ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1.643 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2.958-ს შეადგენს.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 10.295 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.670 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის თბილისში 1.784, იმერეთში - 704, აჭარაში - 281.

795 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში - 158, იმერეთში - 29, აჭარაში - 5.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 634 ადამიანი, მათ შორის 258 - თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. ბინაზე მკურნალობს 5.991 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 842 პირი, იმერეთში - 2 488, აჭარაში - 1 871.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 110 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247 915-ს მიაღწია. 

18
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

მალე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს „ახალმოსახლეობა“ აღინიშნება

15
(განახლებულია 11:15 18.01.2021)
ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი შენობა იყიდეს ინფექციური საავადმყოფოსთვის, მაგრამ პირობას დებს, რომ მალე მის პრეზენტაციას გამართავს

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ახალი შენობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის უკვე ნაყიდია და კლინიკის ექიმები პირველი პაციენტების მიღებას უკვე წლის ბოლოს შეძლებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მთავრობის ჟესტი: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შენობისთვის 40 მლნ ლარი გამოიყოფა>>

„ინფექციური საავადმყოფოსთვის შენობა-ნაგებობა შეძენილია და იმედი მაქვს, წლის ბოლოსთვის ის იქნება ისე აღჭურვილი, რომ პაციენტების ახალ შენობაში მიღებას შეძლებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, წელს სახელმწიფო კლინიკების ინტენსიური გაძლიერება დაიწყო. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ამ სისტემის მთავარი ღერძი უნდა ყოფილიყო, პანდემიამდე 96 საწოლი ჰქონდა. ამ კლინიკის განახლება უკვე დასრულდებულია და მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იგეგმება ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განახლება და აღჭურვა, ასევე ჩხობაძის საავადმყოფოსი ქუთაისში.

საქართველოს მთავრობამ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს შესაძენად გასულ წელს 40 მლნ ლარი გამოყო.

ტერიტორია, რომელზეც კლინიკა მდებარეობს, 2009 წელს გაიყიდა. ის კომპანია „ავერსი-ფარმამ“ შეიძინა. ამის შემდეგ ცენტრის თანამშრომლებს არაერთხელ დაუჩივლიათ, რომ პაციენტების სამკურნალოდ სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და ვერც შენობას არემონტებენ, ვინაიდან ის კერძო მფლობელობაშია. ობიექტი იმ პირობით გაიყიდა, რომ ინფექციური საავადმყოფო ახალ ფართსა და შენობას მიიღებდა, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა, დაპირება კი დაპირებად დარჩა - ცენტრი იძულებული იყო, ძველ ადგილზე უუფლებოდ დარჩენილიყო.

ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფო საყოველათაო ყურადღების ცენტრშია. მან პირველმა დაიწყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და კვლავ წამყვანია COVID-19–ით დაავადებული ადამიანების მკურნალობის საქმეში, თუმცა მედპერსონალს ამორტიზებული შენობის მძიმე პირობებში უწევს მუშაობა.

15