Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახალშობილი შვილი ხელში ორჯერ მეჭირა“ - რა მოხდა ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში?

© courtesy of Nikoloz Tsulukidzeნიკოლოზ წულუკიძე
ნიკოლოზ წულუკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა ვირუსმა ნიკოლოზ წულუკიძესაც შეუტია, თუმცა ტელეწამყვანი კოვიდ-19- ს პოზიტიური განწყობით ებრძვის. როგორ გრძნობს თავს თეატრმცოდნე?

სიფრთილის მიუხედავად, ტელესახე ნიკოლოზ წულუკიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამაზე ცნობილი სახე საჯაროდ არ საუბრობდა და სოციალურ ქსელში სტატუსიც არ დაუწერია. ტელეწამყვანმა ინფიცირების შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და სახლში მარტო დარჩა.

„მე მგონია, შიში კორონავირუსთან არ შეხვედრის უფრო დიდია, ვიდრე როდესაც გეუბნებიან რომ კოვიდ-დადებითი ხარ. იწყებ ახალ ცხოვრებას. რაღაც გასართობი გამოვიგონე. ყოველდღე კინოში დავდივარ. აი, დღეს „გიორგობისთვეს“ ვუყურე. ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავთან მუშაობა“, - აღნიშნავს ნიკოლოზი.

ნიკოლოზ წულუკიძე ოჯახის წევრებისგან განმარტოვდა და სახლში სულ მარტო დარჩა. მას სექტემბერში შვილი შეეძინა და ახლა ახალშობილ ვაჟთან, ქალიშვილთან და მეუღლესთან ორკვირიანი განშორება მოუწია. „ახალშობილი შვილი ხელში ორჯერ მეჭირა“, -ამბობს ტელეწამყვანი. მისი თქმით, 2 დღეა სიცხე აღარ აქვს, ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგა, რასაც წონის შეარჩუნებისთვის იყენებს და ჯანსაღად იკვებება.

ცნობილია, რომ პანდემიის გამო, ნიკოლოზი სახლში მისვლას თავს არიდებდა და ოჯახის წევრებისგან  მუდამ იზოლირებული იყო. ამის გამო, მას საკუთარი ვაჟი ორჯერ ჰყავს ნანახი. როგორც თავად იხსენებს ბიჭუნა პირველად სამშობიაროდან გაწერისას, ხოლო მეორედ გაქრისტიანებისას ნახა. „ახალშობილ შვილზე და შვილებზე უფრო ძვირფასი რა არის?! მაგრამ, რომ ვიცი ასეთი სიტუაციაა თავს მაქსიმალურად ვარიდებდი სახლს. სამაგიეროდ, ახლა ვიცი - ეს ყველაფერი რომ დასრულდება, ოჯახის წევრები ისევ დაბრუნდებიან ჩემთან და ერთად ბედნიერად ვიქნებით“,- ამ იმედისმომცემი სიტყვებით დაასრულა ინტერვიუ თეატრმცოდნემ.

ყველა ახალი ამბავი
0