თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 53 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 055-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2 904-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 206 907-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 175 842 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4 316), კარანტინის რეჟიმშია 465, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 553 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1 971 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 40, აქედან ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული – ოთხის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 130 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1.137 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.071 -ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია, მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმნაძე: საქართველო ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზადაა>>
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და ვაქცინის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობდა, რომელიც ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.
გამყრელიძის განცხადებით, გეგმა, რომლის შემუშავებაში ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული, მთავრობის ადმინისტრაციაში განიხილეს, ხოლო მისი დამტკიცება მთავრობის სხდომაზე უნდა მოხდეს.
მისი ინფორმაციით, უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან. ესაა სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი.
„შემდეგ აიცრება 75 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ – 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და თანმდევი დაავადების მქონე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სასუნთქი სისტემის, დიაბეტის მქონე ადამიანები, შემდეგ უკვე – 18 წელს ზემოთ მოსახლეობა“, – განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.
საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა>>
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ეპიდემიოლოგების მიზანია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზრდასრული მოსახლეობის 65 პროცენტს ჩაუტარდეს.
„2.8 მილიონი მოზრდილი მოსახლეობაა ქვეყანაში და იმის 60-65% არის 1.6 მილიონი ადამიანი. ამისთვის გვჭირდება ვაქცინის დაახლოებიით 900 ათასი დოზა, რადგან ორჯერ კეთდება აცრა და გარკვეული დანაკარგია ხოლმე ვაქცინაციის დროს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, გეგმის მიმართულებებში განხილულია სხვადასხვა სცენარები.
„რომელი ცივი ჯაჭვის რეჟიმის ვაქცინა იქნება, იქნება -70-იანი -20-იანი თუ +2 +8 გრადუსიანი ვაქცინა. ყველა ამ რეჟიმზე არის თავისი გათვლები გაკეთებული, შესაბამისად ფასებიც, მომსახურებაც, რამდენი ბრიგადაა საჭირო დაწყებისას, შემდეგ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და ამის დეტალები“, – ამბობს გამყრელიძე.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, უკვე გაწერილია, რა ეღირება ქვეყნისთვის ეს პროცესი ვაქცინის ფასიდან და მომსახურებიდან გამომდინარე. გათვლილია ასევე თითო ბრიგადას დღეში რამდენი დამიანის აცრა შეუძლია.
როგორც უფრო ადრე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ქვეყანა სამივე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის შემოსატანად მზადაა. როგორც მან განმარტა, ქვეყნის ინფრასტრუქტურა მზად არის იმისთვის, რომ ჯანმოს და სხვა მარეგულირებლების მიერ აღიარებული სამივე ვაქცინა (Pfizer, Moderna, Astrazeneca) მიიღოს და ამ მზადყოფნის დამადასტურებელი წერილი Pfizer-ის პრეპარატთან დაკავშირებით COVAX–პლატფორმაში უკვე გაიგზავნა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ საქართველომ, შესაძლოა, AstraZeneca-ს ვაქცინაც წლის პირველ კვარტალში მიიღოს.
საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.
ძლიერი აფეთქება მოხდა პუერტა-დე-ტოლედოს რაიონში მადრიდში. დაინგრა ერთი შენობის ოთხი სართული, რომელშიც ეკლესია Iglesia de la Virgen de la Paloma-ს მსახური სასულიერო პირები ცხოვრობენ.
აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ფრანკომ განაცხადა.
აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს მოხუცებულთა თავშესაფარი. მისი ბინადრები არ დაშავებულან, მიმდინარეობს ევაკუაცია.
ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
დაინგრა შენობის ოთხი სართული
შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია