რუსთავის მერია

რუსთავში 600-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

1451
(განახლებულია 20:18 18.12.2020)
სახლები, სადაც უკვე ათეული წლებია,  მოსახლეობა ცხოვრობს და ფართების დაკანონებას ითხოვს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ბალანსზეა

თბილისი, 18 დეკემბერი —  Sputnik. რუსთავში მცხოვრებ ექვსასზე მეტ ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, რომლებიც წლების განმავლობაში აქვთ დაკავებული, იუწყება მედია.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია და მოსახლეობას ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება.

ამასთან დაკავშირებით დღეს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა იმ ადგილობრივებს შეხვდნენ, რომლებიც დაკავებული ფართების დაკანონებას უკვე მრავალი წელია, ცდილობენ.

„რუსთავის მერიასთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას, რა ვადებში მოხდება სრულად რუსთავში არსებული ფართების დაკანონება. ჩვენ პარალელიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ არ მოხდეს ამით აღნიშნული საკითხის წახალისება და თავისუფალი ფართების ათვისება", —განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბინები დაუკანონდება ჭყონდიდელის დასახლებისა და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს.

 

 

1451
მრიცხველი

მოქალაქეებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებაზე უარის თქმა 31 იანვრამდე შეუძლიათ

25
(განახლებულია 15:52 22.01.2021)
2021 წლიდან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდის გამო, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ძველ ტარიფსა და მოქმედ ტარიფს შორის სხვაობა დაფაროს.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე, იუწყება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი). 

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის (ძველ და მოქმედ ტარიფს შორის) სუბსიდირებას მოახდენს. გაზრდილი ტარიფი სრულად დაიფარება ელექტროენერგიის თვეში 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის.

პლატფორმაზე საკუთარი გადაწყვეტილების დაფიქსირება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს. კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 31 იანვარია.

„პლატფორმაზე რამდენიმე ველის შევსების შემდეგ, ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის იგზავნება ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიაში. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სუბსიდირება 2021 წლის განმავლობაში იმოქმედებს, მოქალაქეებს შეუძლიათ შეღავათზე უარი დააფიქსირონ როგორც თითოეულ თვეზე, ისე ერთიანად - 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით“, - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

 

25
ნინა წკრიალაშვილი

ნინა წკრიალაშვილი იუბილარია - მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

74
(განახლებულია 12:36 22.01.2021)
სოციალური ქსელებიდან რამდენიმეთვიანი გაქრობის შემდეგ, ნინა წკრიალაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა. ნახეთ როგორ აღნიშნა მომღერალმა 43 წლის იუბილე

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი იუბილარია. სოციალურ ქსელს აღარ წყალობს, თუმცა ერთი ვიდეო მაინც გამოაქვეყნა „ინსატგრამის“ „სთორიზე“ სადაც წერს, რომ 43 წლის გახდა, თუმცა მისი ტექსტით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ხვდება როგორ და რანაირად მოვიდა ეს წლები.

გახმაურებული სკანდალების მონაწილემ თავი რამდენიმე წლის წინ საბერძნეთს შეაფარა, სადაც მორიგი სიყვარული იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნეს, ნინა წკრიალაშვილს არ შეეშინდა და აღნიშნულზე საჯაროდ ისაუბრა. მრავალი შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ნინამ მოძალადე მამაკაცს სასამართლოშიც კი უჩივლა. ამის შემდეგ საბერძნეთში გაემგზავრა და ბედნიერების ძიება იქ დაიწყო.

რამდენიმე თვეა სოციალური ქსელიდან და ტელეეკრანებიდან გაქრა. სავარაუდოდ, ლიბანელ მამაკაცს ილიას აზარსაც დაშორდა. რამდენიმე ძველი სურათის გარდა, ნინა წკრიალაშვილი შეყვარებულთან ერთად ფოტო-ვიდეომასალებს აღარ აქვეყნებს.

უახლეს ცეცხლოვან ფოტოებზე ნინა ჩვეულ ფორმაშია. მის მიმზიდველ ტანს ტატუები ისევ ამშვენებს, მისი კანი კი რუჯს ინარჩუნებს. ამ დრომდე უცნობია, თუ რას საქმიანობს ნინა წკრიალაშვილი საბერძნეთში, მაგრამ ამ უკანასკნელ ვიდეოზე საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და ერთობა.

74
თემები:
სელებრითების ცხოვრება