სპეცოპერაცია ზუგდიდში

ბოდიშს გიხდით, მეტის თქმა არ შემიძლია გომელაური ზუგდიდში მძევლების აყვანის საქმეზე

205
(განახლებულია 21:36 18.12.2020)
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ჟურნალისტებისთვის ამჯერადაც ახალი არაფერი უთქვამს იმაზე, როგორ მიმდინარეობს ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანის საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ საქმის დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ხმაურდება, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მძევლების სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, მისი ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

„მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ძებნილი ბადრი ესებუას ძმა პოლიციის თანამშრომლებმა გასულ კვირაში დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. პოლიცია არ მალავს, რომ  ბიძინა ესებუას მისი ძებნილი ძმის კვალზე გასვლის იმედით უთვალთვალებდა.

ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ჩვენება მისცა და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ირწმუნება, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა მას „ჩაუდეს“.

 

205
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი)

მიტროპოლიტი დიმიტრი: პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია  იყო

13
ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კამპანიას სამღვდელოებაც შეუერთდა. ისინი მოუწიდებენ მორწმუნეებს აცრების არ შეეშინდეთ და მათში ხსნა დაინახონ.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალებას ვაქცინაცია წარმოადგენს, განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ნათლისღების წირვაზე, ქადაგებისას ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში.

„თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, სახლში დარჩით“ – საქართველოს საპატრიარქომ მრევლს მიმართა >>

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაიკეთა 32 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ვაქცინაციის გეგმაზე საქართველომ მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. ადრე ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს იქნება. ჯერჯერობით საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე.

„ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია, ყველას გვახსოვს, მოზრდილ ასაკში სკოლაში, საბავშვო ბაღში, ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული“, - განაცხადა დიმიტრიმ.

მეუფის  თქმით,  ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რამდენიმე ხნის წინ, საბერძნეთის ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე, საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო ნასა-ში მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ეს ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის. ის ამბობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში, რელიგიის კუთხით, არ არსებობსო. მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

13
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ აქვს

26
(განახლებულია 18:02 19.01.2021)
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუწევს

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს საერთაშორისო და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების თვალსაზრისით ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ აქვს, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

 „ჩვენ შევაფასეთ  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში მოცემული პრიორიტეტული მიმართულებები საერთაშორისო სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით და ჩვენ  შენიშვნები არ გვაქვს“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვაქცინაციის კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შემუშავებაში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

 „ჩვენ ამ ეტაპზე გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, თუმცა, დავაკვირდებით უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს,  რამდენად წარიმართება ის გეგმის შესაბამისად და მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ საკითხზე, რაც ეხება ვაქცინების უსაფრთხოებას და მთელ ამ პროცესს“, – აღნიშნა  ლომჯარიამ. 

საქართველომ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კოვიდ–ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე მომუშავე კომისიის წევრებთან და ექსპერტებთან გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა.

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ეკონომიკის სრული გახსნისთვის აუცილებელია ზრდასრული მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია, რისთვისაც დაახლოებით 164 მლნ ლარი იქნება საჭირო.

ვაქცინაციისთვის უკვე განისაზღვრა პრიორიტეტული ჯგუფები: ჯანდაცვის სექტორი, თავშესაფრებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები, 75 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობა, 65–დან 74 წლამდე მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–54 წლის პირები. შემდგომ იგეგმება მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ვაქცინაცია, მათ შორის, იმ პირების, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს.

26
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ლიანდაგები

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

0
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, , რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთში შუახნის ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

60 წლამდე ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0