ბორჯომის ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

CC0 / Pixabay / ხსოვნის სანთლები
ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 49 კოვიდ-ინფიცირებულიდან ერთი სასულიერო პირია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. კორონავირუსით ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი,  დეკანოზი ზურაბ პაპიძე გარდაიცვალა, იუწყება Rustavi 2. 

ანთებული სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერი პირი თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, პაციენტს სხვადასხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნეობოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობში გარდაიცვალა 49 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.002-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0