თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდ–კლინიკა გაიხსნა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელზე მალხაზ თორიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონში ამჟამად ექვსი კოვიდ–კლინიკა ფუნქციონირებს.
„ახალი კლინიკა „ლაზიკამედი" იმ პაციენტებს მოემსახურება, ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვს და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ახალი კლინიკის გახსნით რეგიონში საწოლფონდის რაოდენობა 360-მდე გაიზარდა“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.© Sputnik / Viktor Kaminsky
რაც შეეხება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 199 ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 69 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით მოქმედ კოვიდ–კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 297 პირი მკურნალობს, მათგან 94 საშუალო, ხოლო 27 მძიმე პაციენტია.
ბოლო 24 საათში რეგიონში 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ოთხი გარდაიცვალა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.635-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 204.003-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ნიკა ლატარია
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. კომპანია Alphabet–მა, რომელიც Google–ს ეკუთვნის, შეწყვიტა პროექტი Project Loon–ი, რომლის მიზანიც სტრატოსფერული ბურთების მეშვეობით ინტერნეტზე უსადენი წვდომის ქსელის შექმნა იყო, ნათქვამია პროექტის ოფიციალურ საიტზე.
Loon–ის გენერალური დირექტორი ალასტერ ვესტგარტი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობით პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად ვერ ამცირებდა ხარჯებს.
„რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შექმნა მეტად სარისკოა თავისი არსით“, — განაცხადა ვესტგარტმა.
აღსანიშნავია, რომ Project Loon–ი გასულ წელს წარმატებით გამოიცადა, რა დროსაც კენიაში 35 აეროსტატი გაუშვეს. თითოეული ბურთი დაახლოებით 80 კვადრატულ კილომეტრს ფარავდა.