ლიზა ქისტაური

„ვინ გცემა?“ ლიზა ქისტაურის ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია

18845
(განახლებულია 20:24 18.12.2020)
ცნობილმა ტრანსგენდერმა ლიზა ქისტაურმა სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ლიზა.

ტრანსგენდერმა ლიზა ქისტაურმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რამაც სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. მიუხედავად იმისა, რომ ლიზამ ფოტოს აღწერაში დაწერა, რომ ინსპირაცია აიღო არტისტისგან SEVDALIZA, რომელსაც „იუთუბის“ „პროფაილ ფოტოში“ თვალი ანალოგიურად აქვს „ჩალურჯებული“, ფოტოზე მაინც ასეთი კომენტარები ჭარბობს: „თვალზე რა გჭირს?“, „ცაცია იყო?“, „მომიკვდეს თავი, რა დაგემართა“.

ლიზა ქისტაური დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, მაგრამ აქტუალობას საკუთარ ქვეყანაში მაინც არ კარგავს. ლიზა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ხშირად ეკონტაქტება საკუთარ „ფოლოვერებს“ და ის პასუხობს როგორც დადებითად განწყობილ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც სასტიკად აკრიტიკებს.

ცოტა ხნის წინ ტრანსგენდერმა „იუთუბის“ საკუთარ არხზე დედასთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და საზოგადოებას მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი გააცნო. სოციალური ქსელის მომხმარებლების კითხვაზე, როგორ მიიღო მისი შვილის ცხოვრების ასე რადიკალური ცვლილება, ქალმა უპასუხა, რომ ეს მტკივნეული იყო, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს, დედას ყველაზე მეტად მაინც თავისი შვილი უყვარს.

22 წლის გიორგი ქისტაურმა სახელი გადაირქვა და ლიზა ქისტაური გახდა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, ანატომიურად ქალი არ არის, ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური წელიწადზე მეტია ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ის საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა.

ქისტაურმა ცოტა ხნის წინ მკერდის ოპერაცია გაიკეთა. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მას სწერენ, რომ ადრეც ლამაზი იყო და ახლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება. „მაშინაც ლამაზი ვიყავი და ახლაც“, – წერდა თავად ქისტაური ფოტოზე.

18845
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2644)
ხანდაზმული ადამიანები პირბადეებით

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება

93
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში  ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა მხოლოდ 41%-მაკორონავირუსის ვაქცინის გაკეთებაზე თანხმობა განაცხადა.

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ, განუცხადა პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სურს >>

აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 41% თანახმაა, აიცრას კორონავირუსზე, წინააღმდეგია ასევე 41%.

ცერცვაძის თვალსაზრისით, ის, რომ ვაქცინაციას გამოკითხულთა  მხოლოდ 41% ემხრობა, ძალიან მცირე რიცხვია. რადგან ქვეყანაში სამიზნედ ითვლება მოსახლეობის 60-65%.

„თუ ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში 60-65% აიცრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, ამას დაემატება ის პაციენტები, ვინც კოვიდი გადაიტანა და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს. ეს იქნება პრაქტიკულად 100%-იანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდეგი ტალღები არ იქნება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის 20 პროცენტი, ვინც დარჩება აუცრელი ან იმუნიტეტის გარეშე, მათთან იქნება ცალკეული შეხვედრები, მაგრამ ეს ვერ მოახდენს გავლენას ვერც ქვეყნის ეკონომიკაზე, ვერც საქმიანი წრეების აქტივობაზე, რადგან მათ კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის იმუნიზაცია მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ დამტკიცებული ვაქცინებით მოხდება,

საქართველო COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა AstraZeneca-ს ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

რა იცავს მათ, ვინც კონტაქტის მიუხედავად COVID-19-ით არ ინფიცირდებიან: ცერცვაძის განმარტება >>

COVAX–პლატფორმამ საქართველოსგან 18 იანვარს დასტური მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მზადაა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღოს. ვაქცინის პირველი პარტია – დაახლოებით 20 ათასი დოზა საქართველოში დაახლოებით ერთ თვეში, თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. ქვეყანაში შემოიტანენ ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორი BioNTech-ის პრეპარატს BNT162b2.

93
საერთო რეჟიმის კოლონია

ქართული ციხეებიდან ამნისტიის საფუძველზე უკვე 90 პატიმარი გათავისუფლდა

55
ამნისტიის კანონის თანახმად, თითოეული გათავისუფლებული საპატიმროს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. „ამნისტიის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებიდან 90 პატიმარი გათავისუფლდა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

კანონი „ამნისტიის შესახებ“ პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და ის 1,5 ათასი პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა მის აღსრულებას ერთი თვე დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში სასამართლო თითოეული ამნისტირებულის საქმეს განიხილავს.

სამსახურის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის ექვსი ქალია.

დღეს ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე ქსნის №15 კოლონიიდან 11 პატიმარი გათავისუფლდა.

ვის შეეხება ამნისტია, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

55
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 26 იანვარს

0
(განახლებულია 17:53 25.01.2021)
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,3043 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გამყარდა.

ლარის კურსი 26 იანვარს
ლარის კურსი 26 იანვარს
0
თემები:
ლარის კურსი დღეს