Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას ქალიშვილმა თმა თავად შეიღება – ნახეთ ოლივია ვარდისფერი ვარცხნილობით

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთში მოღვაწე არტისტმა უფროსი შვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ოლივიამ თმა შეიღება და დედას ეპრანჭება. უახლესი ვიდეო.

რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებელზე მუდამ საუბრობენ. მისი ცხოვრების სტილისა და პოპულარული პარტნიორების გამო ქეთა ტაბლოიდების ერთ-ერთი ფავორიტია. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა აღიარება მოიპოვა, თავბრუდამხვევი კარიერაც სწორედ ამ დღიდან იწყება.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. რამდენიმე კვირის წინ ქეთა თოფურია მეორედ დაქორწინდა ბელარუსული წარმოშობის ბიზნესმენზე ლევ დენგოვზე, რომლისგანაც შვილს ელოდება.

ტაბლოიდები მის ფეხმძიმობაზე აქტიურად წერდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მომღერალი რამდენიმე თვე მალავდა ორსულობას. ამბობენ, რომ ქეთას მალე ვაჟი ეყოლება. ბოლო პერიოდში ფეხმძიმე მომღერალი შვილთან ერთად ერთობა და ხელს არაფერში უშლის. ოლივიამ დედის მდგომარეობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა და თმა ვარდისფრად შეიღება. როგორ მოგწონთ გოგონას გადაწყვეტილება?

ქეთა თოფურია და ოლივიას მამა ლევ გეიხმანი 2013 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, 2017 წელს დაშორდნენ. აღსანიშნავია, რომ პატარა ოლივიას დაბადების დღის გადახდის ტრადიცია მომღერალს წყნეთში, საკუთარ ძვირადღირებულ ვილაზე ჰქონდა, თუმცა წელს ეს ტრადიცია დაირღვა.

ყველა ახალი ამბავი
0