Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სოფო ნიჟარაძემ პატარა გოგონას ფოტო გაავრცელა – ნახეთ როგორ ჰგავს ბავშვი მომღერალს

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი შეუდარებელი მომღერალი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს. გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ აჟიოტაჟი გამოიწვია. ვინ არის პატარა გოგონა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია?

სულ მალე ერთი წელი შესრულდება, რაც სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას რამდენიმე თვის მანძილზე მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან.

მომღერლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება კარიერის დასაწყისიდან დღემდე არ ნელდება. ახლა თაყვანისმცემლები მის სოციალურ ქსელებს საფუძვლიანად ამოწმებენ. რამდენიმე დღის წინ არტისტმა საყვარელ მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რამაც აურზაური გამოიწვია. ახლა კი მის ვირტუალურ ქსელში პატარა გოგონას ფოტო გამოჩნდა. მან უსაყვარლეს ბავშვს იუბილე საჯაროდ მიულოცა.

სავარაუდოდ, ეს გოგონა სოფო ნიჟარაძის ნათლულია. ბევრმა ფოლოვერმა თავდაპირველად ჩათვალა, რომ შემსრულებელმა შვილის ფოტო გამოაქვეყნა, თუმცა ფოტოზე სოფოს მეგობრის შვილია. გოგონას დედა სატელევიზიო სივრცეში მოღვაწეობს.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0