Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ძმა ერთი წლის წინ დავკარგე“ – მატილდა გვარლიანის ახალ ვიდეოს სოცქსელში განიხილავენ

© Facebook / Matilda Gvarlianiმატილდა გვარლიანი
მატილდა გვარლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სამოდელო ინდუსტრიის გამოჩენილი მოდელი სოციალურ ქსელში დიდად აქტუალურია. მისმა გამოქვეყნებულმა ვიდეომ თაყვანისმცემლები გააოგნა. მატილდა გვარლიანი უფროსი ძმის შესახებ შოკისმომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს.

მატილდა გვარლიანი 17 წლის არის და უკვე ხუთ სამოდელო სახლთან თანამშრომლობს. თანამედროვე ქართული მოდის ახალი სახე გამორჩეულია სილამაზით, შარმითა და მომხიბლავი ღიმილით. შეუძლებელია მატილდა გვარლიანის მშვენება ადამიანის ყურადღების მიღმა დარჩეს. ახლა კი ფანების ყურადღება მის მიერ გასაჯაროებულმა ვიდეომ მიიქცია.

View this post on Instagram

A post shared by @dattuna1

მან TikTok-ის საკუთარ გვერდზე ძმასთან დაკავშირებული ვიდეო გამოაქვეყნა. აღნიშნულ ვიდეოს ემოციური წარწერა დაურთო, რომელმაც დიდი გაუგებრობა გამოიწვია. ვიდეოს დასაწყისში მატილდა მოწყენილი სახით ზის და ვიდეოზე შოკისმომგვრელი წარწერა ჩნდება, რასაც მეორე წინადადება მოჰყვება. „ის არ გარდაიცვალა, მას ახლა შეყვარებული ჰყავს“, – დააწერა მატილდამ ვიდეოს.

View this post on Instagram

A post shared by @dattuna1

როგორც ჩანს, ეს გახდა უამრავი გოგონას გულის გატეხვის მიზეზი. ახლა მატილდას უსიმპათიურეს ძმას შეყვარებული ჰყავს და ის თავისუფალი აღარაა. საზოგადოებამ ულამაზესი და-ძმა გამოჩენისთანავე შეიყვარა. მატილდა და დათა გვარლიანმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები მატილდა გვარლიანის ოჯახის განხილვას აქტიურად შეუდგნენ. ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ სუპერ-მოდელის ოჯახის წევრები ექიმები არიან, თავად კი სტომატოლოგობა ან ფსიქოლოგობა სურს. აი, მისი სიმპათიური ძმა კი უფრო რთულ და მეტად სარისკო პროფესიას ეუფლება. დავით გვარლიანი მომავალი სამხედროა. ბიჭს აღნაგობა და სხეული ამაში ხელს უწყობს და შეუდარებლად გამოიყურება.

ყველა ახალი ამბავი
0