COVID-19: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

© Sputnik / Vladimir Umikashvili სასწრაფო დახმარება
 სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.981-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 201.368-ს მიაღწია.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.002-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.635-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 204.003-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 171.526 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.244), კარანტინის რეჟიმშია 468, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.680 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.183 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0