თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 დეკემბერს

73
(განახლებულია 15:50 18.12.2020)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი III მასივის VII კვარტლის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ალადასტურის და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ონიაშვილის, ლვოვის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ვაზისუბნის, ცხინვალის და ოდესის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ნავთლუღის ქუჩის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჩახრუხაძის, შავთელის, ნიშნიანიძის, ბარათაშვილის, ნაკაშიძის და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხეხილსანერგე მეურნეობის, ზეთისხილის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

73
თემები:
თბილისი დღეს (1856)
მდინარე რიონი

ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა: რიონის ხეობაში ორი პარალელური აქცია გაიმართა

23
(განახლებულია 17:22 16.01.2021)
რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ტერიტორიის დატბორვას გამოიწვევს, შედეგად კი მოსალოდნელია ეკოლოგიური კატასტროფა და მოსახლეობის დიდი ნაწილი უსახლკაროდ დარჩება

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. მდინარე რიონის ხეობის სოფლებში ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა, იუწყება პირველი არხი.

სოფელ ოფურჩხეთში მოსახლეობის ნაწილმა აქცია  სახელწოდებით „არ გააჩერო ნამახვანჰესი“ გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით,  ნამახვანჰესის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. მათი თქმით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში განვითარდება ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, შეიქმნება სამუშაო ადგილები და ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ასევე, სოფელ ჟონეთში პარალელური აქცია გამართეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმაც. მათი განცხადებით, უკვე 83-ე დღეა, ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების მტკიცებით,  ვერც ხელისუფლებისგან და ვერც ჰესის მშენებელი კომპანიისგან ამ დრომდე ვერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები. ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და ამტკიცებენ, რომ ჰესის მშენებლობა 500 ჰექტარი მიწის დატბორვას გამოიწვევს, მათ შორის ტყეების, სავარგულების, რამდენიმე სოფლის, რის გამოც ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩება. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტერიტორია მეწყერსაშიშია და ჰესის მშენებლობით გამოწვეული საფრთხეები მთელს დასავლეთ საქართველოს ემუქრება.

როგორც ადრე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, „ნამახვანიჰესი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, თურქული კომპანია „ენკა" (ENKA) ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორციელების მიმართულებით. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში საერთო ჯამში 2000 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

თავის მხრივ, კომპანია Enka Riniubels, რომელიც ნამახვან ჰესის კასკადის პროექტს ახორციელებს, ამტკიცებს, რომ კასკადის საპროექტო სამუშაოებიჯერ კიდევ 1930-იან წლებში დაიწყო, ხოლო პირველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 1972 წელს გაკეთდა. 2006 წელს დეტალური კვლევები ჩაატარა USAID-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ხოლო 2007 წელს - კომპანია Hydroproject International-მა. პროექტის განხორციელებადობის საბოლოო კვლევა ეკუთვნის იტალიურ კომპანია Studio Pietrangel-ს, რომელმაც ის 2015 წელს შეასრულა.

კომპანიაში იუწყებიან, რომ ტენდერის მოგების შემდეგ Enka Riniubels-მა განმეორებითი კვლევა ჩაატარა თითქმის ყველა ასპექტზე, რომელიც ადრე არის შესწავლილი.

განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ დაუთმო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ჰიდროგეოლოგია, მეწყრული საფრთხის ზონის სეისმურობა, ჰიდროლოგია და კაშხლის უსაფრთხოება.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქულ სამშენებლო ჰოლდინგ ENKA Insaat ve Sanayi A.S-ს მოიზიდავს.

23

თბილისში ხმაურიანი აქცია გაიმართა „ქართული ოცნების“ ყრილობის წინააღმდეგ - ვიდეო

62
არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის წინ ხმაურიანი აქცია გამართა თბილისში. დაწვრილებით - იხილეთ ვიდეოში

საპროტესტო აქცია საგამოფენო ცენტრი ExpoGeorgia-ს ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა ტარდებოდა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მონაწილეებმა საგამოფენო ცენტრთან ანტისამთავრობო ლოზუნგების შემცველი დიდი პლაკატის დაყენება დააპირეს. როგორც კი მათ გზის გადაკეტვა სცადეს, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

მმართველი პარტიის ყრილობის მთავარი მიზანი პარტიის ახალი ხელმძღვანელისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნებია. პარტიაში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

62
ეპიდვითარება აზერბაიჯანში

აზერბაიჯანში კარანტინი შეარბილეს და 1 აპრილამდე გააგრძელეს

0
(განახლებულია 18:35 16.01.2021)
აზერბაიჯანში ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა ბოლო დროს არსებული სტაბილური ეპიდვითარების გამო გახდა შესაძლებელი

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი 1 აპრილის 06:00 საათამდე გააგრძელეს, იუწყება Sputnik-აზერბიჯანი.

25 იანვრიდან უქმდება ისეთი კომერციული ობიექტების საქმიანობის შეზღუდვა, როგორიცაა სავაჭრო ობიექტები. გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები და საზკვების ობიექტებისთვის ადგილზე მომსახურება. გარდა ამისა, აღნიშნული თარიღიდან განაახლებენ მუშაობას სილამაზის სალონები, მათ შორის ბინაზე მომსახურებით, მუზეუმები, საგამოფენო სალონები და საქალაქთაშორისო გადაზიდვები.

1 თებერვლის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტები, ასევე რესტორნები, კაფეები, ჩაიხანები და სხვა ობიექტები კლიენტებს 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურებიან.

ამასთან ნებადართული საქმიანობების ყველა სფეროში უნდა სრულდებოდეს მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ყველა მოთხოვნა.

ძალაში რჩება გადაწყვეტილება ბაქოს მეტროპოლიტენის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უქმეებზე მუშაობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება - კარანტინის რეჟიმის დასრულებამდე.

2021 წლის 18 იანვრის 00:00 საათიდან  ბაქოში, სუმგაითში, განჯაში, მინგეჩაურში, შირვანში, აფშერონის რეგიონში, აგრეთვე  ლენქორანში, მასალის, ჯალილაბადის, შაქის, ზაქათალას, გუბას, ხაჩმაზის, ევლახის, ბარდის, ბილასუვარისა და ისმაილის რაიონებში საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზნით პორტალ icaze.e-gov.az-დან სმს-შეტყობინებისა და ნებართვის მიღების სისტემა უქმდება.

ამასთან აზერბაიჯანის ხუთ ქალაქსა და 12 რაიონში შესვლა-გამოსვლა კვლავ არ არის დაშვებული.

ასევე სავალდებულო რჩება პირბადეების ტარება.

0