Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი შეყვარებული“ – ვისზეა მაია ასათიანი თავდავიწყებით შეყვარებული?

© Facebook / Tokshow profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი საზოგადოების გაკვირვებას არ წყვეტს. მან საკუთარი თაყვანისმცემლები დააბნია და სოციალურ ქსელში აურზაური ატეხა. მაია ასათიანი საყვარელ მამაკაცს სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა.

ტელევარსკვლავი „ფოლოვერების“ გაოცებას არ წყვეტს. მან სოციალურ ქსელში სასურველი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილი მსახიობი აღმოჩნდა. მაიას ფავორიტი მამაკაცი ესპანელია და ის თანამედროვეობის ახალგაზრდა მსახიობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

აღნიშნული მამაკაცი მისი ოფიციალური გვერდის „სთორიზე“ პირველად არ მოხვედრილა. ესპანური სერიალის „ქაღალდის სახლის“ ტელეეკრანებსა და ონლაინ-სივრცეში გამოჩენის შემდეგ უამრავი ქართველი მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა. მათ შორის მაია ასათიანიც აღმოჩნდა. მისი რჩეული მამაკაცი მიგელ ჰერანია, რომელსაც მაია სიყვარულში საჯაროდ გამოუტყდა. მსახიობი 24 წლისაა და ქალბატონების გულთამპყრობელია.

რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0