Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანიკო ხაზარაძის კატა ტელეწამყვანს მასაჟით ანებივრებს – უსაყვარლესი ვიდეო

© Photo: Naniko Khazaradze / FBნანიკო ხაზარაძე კატასთან ერთად
ნანიკო ხაზარაძე კატასთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლში დარჩენილი ნანიკო ხაზარაძე საყვარელი კატის ვიდეოს აქვეყნებს. „დოდო“ პატრონის ჯანმრთელობას უფრთხილდება და დასვენებაში ეხმარება. ნახეთ უსაყვარლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.

ნანიკო ხაზარაძეს ცხოველები ძალიან უყვარს. მას რამდენიმე წელია სფინქსის ჯიშის კატა ჰყავს. ტელეწამყვანმა საკუთარ გვერდზე „დოდოსთან“ ერთად გადაღებული უახლესი ვიდეო გამოაქვეყნა. პოპულარული ტელეწამყვანი წერს, რომ სფინქსთან ერთად ისვენებს და ცდილობს ამოხსნას, რას ნიშნავს კატის აღნიშნული ქმედება. მანამდე კი „დოდო“ პოპულარულ პატრონს, სავარაუდოდ, გულ-მკერდის მასაჟს უკეთებს.

ტელეწამყვანის აღნიშნულ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ნანიკოს „დოდო“ განსაკუთრებულად უყვარს და უფრთხილდება. რამდენიმე თვის წინ ტელესახე კატასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა და მას ღვედიც კი გაუკეთა.

ნანიკო ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ ბედნიერებას სახლში ყოფნა ანიჭებს. მისი ქალიშვილი ლილუ, მეუღლე და კატა „დოდო“ – ეს არის ნანიკო ხაზარაძის იდილია, რომელსაც ის არასდროს ღალატობს.

ნანიკო ხაზარაძე წლებია მედიასივრცის შეუცვლელი სახეა. კარიერა იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც საქართველოში მასმედია განვითარების პირველ საფეხურებს გადიოდა. პოპულარული ტელეწამყვანი ბევრი ადამიანის საყვარელ ტელესახედ იქცა. რამდენიმე თვეა ნანიკო ხაზარაძე ყოველდღე „იმედის დღის“ პირდაპირი ეთერით აღარ გვესალმება, სიახლეებს არ გვაცნობს და საკუთარ გამოცდილებას არ გვიზიარებს. თუმცა, ტელეწამყვანმა ახალი საავტორო გადაცემა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0