ილია მეორე

პატრიარქი ბავშვების თხოვნებისა და ლოცვების წიგნად გამოცემას გეგმავს

589
(განახლებულია 20:50 17.12.2020)
ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულა.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და ბავშვები და მრევლი დალოცა.

„ეს არის უდიდესი დღესასწაული. წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა... პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის. სწორედ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვკითხულობთ, რაც დღეს ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა? არაფერი არ ხდება ღვთის გარეშე“, – ბრძანა ილია მეორემ. 

პატრიარქმა მოუწოდა ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაწერონ და მას გაუგზავნონ სურვილები, ლოცვები და წერილები, რომელსაც იგი მომავალში ერთ წიგნად გამოსცემს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. შეუძლებელია, რომ უფალმა ჩვენი შვილების ლოცვები არ შეისმინოს... დაწერეთ და მიმართეთ უფალს, როგორც საკუთარ მამას და იგი აუცილებლად გაგაძლიერებთ“, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ დასძინა, რომ წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და იგი აუცილებლად შეისმენს მათ გულისწადილს.

საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთ-ერთი VIII საუკუნისაა. ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.  

589
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
ღამის თბილისი

თბილისი ვაქცინირებული მოგზაურებისთვის ტურისტული მიმართულებების რეიტინგის სათავეშია

2
(განახლებულია 12:35 08.03.2021)
საქართველოს საჰაერო საზღვარს გადაკვეთენ უცხოელები, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა პორტალმა „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ – რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს. 

თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა  და სხვა.

გარდა ამისა, საქართველო მესამე ადგილზეა 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021).

პორტალის მიხედვით, რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

„საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი COVID-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, -აღნიშნულია სტატიაში. 

საქართველოში გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს ვაქცინაციის სრული კურსი და ფლობს ამის დამადასტურებელ დოკუმენტს – მათ აღარ მოეთხოვებათ კარანტინისა და ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს განმეორებითი ტესტირების ჩატარება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია და მოქმედებს უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.

„ევროპის საუკეთესო  მიმართულებები“ (Europian Best Destination) დამოუკიდებელი ტურისტული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ოფისი ბრიუსელში მდებარეობს. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს. 

2
ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს აღარ მალავს - წყვილი თაფლობის თვეს დუბაიში ატარებს - ვიდეო

15
(განახლებულია 11:28 08.03.2021)
ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმართან ერთად დუბაიში გაემგზავრა. წყვილი მზიან სანაპიროზე დროს არაჩვეულებრივად ატარებს

მომღერალ ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს აღარ მალავს და სოციალურ ქსელში დუბაიში გამგზავრების ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს ასაჯაროებს. წყვილი, სავარაუდოდ საიდუმლო ქორწინების შემდეგ, თაფლობის თვის გასატარებლად გაემგზავრა.

ნინი ქარსელაძე გათხოვებას მალავდა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ქართულ მედიაში ნინის და მისი შეყვარებულის ფოტოები გავრცელდა, ხათუნა ჟორდანიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ოჯახი ამას მალავდა. ის მადლობას უხდის უფალს, რომ მის ოჯახს სიძის თაზო ჯახუტაშვილის სახით ასეთი დიდი ბედნიერება გამოუგზავნა.

მომღერალი ნინი ქარსელაძე ბოლო დროს „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ხშირად აქვეყნებდა საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, თუმცა სახეს არასდროს აჩენდა. ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი რჩეული 17 იანვარს 38 წლის გახდა და იუბილე ნინის ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა.

როგორც ჩანს, თაზო სოციალურ ქსელებს დიდად არ სწყალობს. მისი პროფილი „ფეისბუქზე“ არ იძებნება, „ინსტაგრამზე“ კი გვერდი ჩაკეტილი აქვს და ფოტოები არ უდევს. მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ჯახუტაშვილს მხოლოდ ძველი გვერდი აქვს რუსულ სოციალურ ქსელ odnoklasniki.ru-ზე, სადაც მისი რამდენიმე ფოტო იძებნება.

ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.

15