„ამიკოს საოცრად უხდება ღიმილი“ – კახა კალაძე მამა-შვილთან შეხვედრის კადრებს ავრცელებს

© Sputnik / STRINGERკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში იმ მამა-შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელთაც გუშინ საჩუქრად ბინა გადასცა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერმა ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს, რომელთა ფოტო 15 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა, მერიაში უმასპინძლა და ბინა აჩუქა. ფაქტის ამსახველ ფოტოებს კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ავრცელებს.

„სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს“, – დაწერა თბილისის მერმა.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომლებიც, მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

დასახლებაში შენობა-ნაგებობების დანგრევის შემდეგ „ფეისბუქზე" ფოტომ საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. გვიან ღამით თბილისის მერმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ პირადად, მისი ოჯახის სახელით ბინას გადასცემს ამ ოჯახს.

ყველა ახალი ამბავი
0