ანა დოლიძე

„არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ“ ანა დოლიძე შვილს ელოდება

502
(განახლებულია 18:42 16.12.2020)
ცნობილი პოლიტიკოსი მეორე შვილს ელოდება. ინფორმაცია ანა დოლიძემ ახლახან გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ არჩევნების დროს უკვე ორსულად იყო.

„მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერის ანა დოლიძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. ანა მეორე შვილს ელოდება და საკუთარ ორსულობას უკვე აღარ მალავს. ამის შესახებ ისაუბრა მან „მთავარი არხის” გადაცემაში „დილა უქმეებზე”.

„მთე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ფეხ­მძი­მედ. ერ­თად ამ ორის გა­და­ტა­ნა იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი. ჯან­მრთე­ლო­ბა, სიმ­შვი­დე, ემო­ცი­ე­ბი, ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, და­გეგ­მვა… მგო­ნი, ერ­თდერ­თი ქალი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ფეხ­მძი­მო­ბის დროს მო­ნა­წი­ლე­ობ­და”, – აღ­ნიშ­ნა ანა დო­ლი­ძემ.

ანა დოლიძის ამჟამინდელი რჩეულის ვინაობა უცნობია. პოლიტიკოსს ირაკლი კაკაბაძესთან ქორწინებიდან ვაჟი ანდრო კაკაბაძე ჰყავს.

502
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2651)
ტესტირება კორონავირუსზე

COVID-19 საქართველოში 27 იანვრის მონაცემები

9
(განახლებულია 10:55 27.01.2021)
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 245.527 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.108, კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.842 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 347 ადამიანი იმყოფება

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 742-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 255.564-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 245.527 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.081), გარდაიცვალა – 3.108 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 497, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.842 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 347 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.007 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.627, PCR ტესტით – 7.380.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

9
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
აქცია თბილისის მერიასთან

კვლევა: როგორ ცხოვრობენ თბილისელები პანდემიის დროს

6
(განახლებულია 09:28 27.01.2021)
კვლევაში მონაწილე თბილისელების 60 პროცენტის ფინანსური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს გაუარესდა

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. თბილისში მცხოვრებთა ნახევარზე მეტის ფინანსური მდგომარეობა პანდემიის პერიოდში გაუარესდა და ისინი ნაკლებს ხარჯავენ, ასეთი ქართული საკონსულტაციო კომპანია ACT–ს კვლევის შედეგები.

კომპანიის მონაცემების თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე თბილისელების 60%–ის ფინანსური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს გაუარესდა. გამოკითხულთა კიდევ 34%–მა განაცხადა, რომ მდგომარეობა უცვლელია, ხოლო 3%–ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

კვლევამ, ამასთან, აჩვენა, რომ თბილისელების 47 პროცენტი იმაზე ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე, 30 პროცენტის განცხადებით, მათი ხარჯები არ შეცვლილა, ხოლო დანარჩენებმა მეტი თანხა დახარჯეს.

გამოკითხულთა 34%–მა აღნიშნეს, რომ მეტის ხარჯვა დაიწყეს პროდუქტებზე, 27–27 პროცენტმა კი – საყოფაცხოვრებო ქიმიაზე, ჰიგიენსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ამასთან, თბილისელების 73%–მა თავისი ხარჯები მომატებული ფასებით ახსნა.

ამავე დროს, კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი თავს იკავებს ძვირადღირებული საყიდლებისგან – ბინა, ავტომობილი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

კვლევა სატელეფონო ინტერვიუს გზით დეკემბერში ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 403 თბილისელი.

ვითარება თბილისში

თბილისში, ქუთაისთან და რუსთავთან ერთად, ამჟამად ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. ქალაქში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობენ რესტორნები, კაფეები, დაკეტილია ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები, აუზები, კინოთეატრები, თეატრები, არ მუშაობენ სკოლები და საბავშვო ბაღები.

ეს შეზღუდვები ბიზნესის წარმომადგენელთა პროტესტს იწვევს. მათ განაცხადეს, რომ თუ შეზღუდვები მარტამდე გაგრძელდება, ბაზრიდან გასვლა მოუწევთ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თუ თბილისში ინფიცირების მაჩვენებელი 4%–ს ჩამოსცდება უახლოეს კვირაში, შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის ამუშავებაზე და ეკონომიკის დარგების რაც შეიძლება სწრაფად გახსნაზე ლაპარაკი.

6
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში