Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე კარგად უკრავს და მღერის ნოდარ მელაძის მეუღლე – ირინა ონაშვილი ვიდეოს აქვეყნებს

© Facebook / Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას კარგად ახსოვს ცნობილი ვიდეო, როდესაც ინგა გრიგოლიამ ნოდარ მელაძის როიალზე დაკვრის მომენტი საზოგადოებას აჩვენა. აღმოჩნდა, რომ პიანინოზე მეუღლეზე არანაკლებ უკრავს თეა ცეცხლაძეც.

მოდელი ირინა ონაშვილი, რომელიც ტელეკომპანია „პირველზე“ გადაცემის წამყვანია, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ მღერიან გადაცემის წამყვანები და მათ შორის – საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის პროდიუსერი მეუღლე თეა ცეცხლაძე.

წყვილს ტყუპი ქალიშვილი გასული წლის აგვისტოში შეეძინა. 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა.

26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

პატარებს ცნობილი ნათლიები ჰყავთ, ისინი თეა ადეიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოფო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიამ, მარიკა ვერულაშვილმა და სხვებმა მონათლეს.

ყველა ახალი ამბავი
0