ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.
View this post on Instagram
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში გათხოვდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.
სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.
View this post on Instagram
ცოტა ხნის წინ ნუკიმ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერების“ კითხვებს უპასუხა. მოდელს ჰკითხეს, რატომ არ ბრუნდება ამერიკაში, როდესაც ფრენები არის და ხომ არ დაშორდა მეუღლეს, რაზეც ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ქმარს არ დაშორებია და არც აპირებს, ამერიკაში კი მას შემდეგ წავა, რაც ბენი საქართველოში ჩამოვა.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე დღეს კოვიდპანდემიასა და ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო კრიზისს განიხილავენ.
განხილვა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით.
სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატები დილიდანაა დანიშნული.
ქართული დელეგაციის წევრები სხდომის მონაწილეებს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას გააცნობენ.
როგორც საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ქართული მხარე საერთაშორისო წარმომადგენელებს ასევე გააცნობს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელსაც საქართველოს მთავრობამ COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით მიაღწია.
ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის „ცსკას“ ფორვარდი თორნიკე შენგელია გულშემატკივრის კენჭისყრით „ვითიბის“ერთიანი ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში კანდიდატების გაფართოებულ სიაში მოხვდა.
ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა 10,6%–მა მისცა ხმა. შენგელიამ გაუსწრო ნიკოლა მილუტინოვს (8,6%) და დაუთმო მაიკ ჯეიმსს (67,5%), რომელმაც კენჭისყრა ხმების დიდი სხვაობით, დამაჯერებლად მოიგო.
რეგლამენტის მიხედვით, „ვითიბის“ერთიანი ლიგის გულშემატკივრები თითოეული რუსული კლუბიდან სამ–სამ მოთამაშეს არჩევენ „რუსეთის ვარსკვლავებისა“ და „მსოფლიოს ვარსკვლავების“ ნაკრებებში; ოთხი არარუსული გუნდიდან – სამ–სამ კალათბურთელს „მსოფლიო ვარსკვლავების“ გუნდისთვის.
მას შემდეგ, რაც გაირკვა 66 კალათბურთელის სია, კენჭისყრაში მასმედიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საბოლოო სიის შემადგენლობა 1 თებერვალს გახდება ცნობილი, ხოლო მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.
შენგელია „ცსკა“–ში გასული წლის ზაფხულიდან გამოდის, სადაც ის ესპანური „ბასკონიიდან“ გადავიდა. ქართველი კალათბურთელის თამაშის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 12.2 ქულას, 4.8 ჩახსნას, 2.1 მიწოდებას, ეფექტურობის კოეფიციენტია 13.