კახა კალაძე

„ახალი წელი გავაუქმოთ?" რას გეგმავს დედაქალაქის მერი საახალწლოდ

112
(განახლებულია 20:46 15.12.2020)
დედაქალაქის მერია კულტურის სფეროს წარმომადგენლებს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობას, ქვეყნის მოსახლეობას კი სადღესასწაულო განწყობის შექმნას ჰპირდება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერია ახალი წლისთვის ესტრადის წარმომადგენლებს უყურადღებოდ არ დატოვებს და მათ საახალწლო კონცერტში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, რათა ქვეყნის მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა შეექმნას.

ამაზე ხელისუფლება თანხის დახარჯვას გეგმავს, ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ გეგმავს მერია საახალწლო ღონისძიებებზე ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვას. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერია საახალწლო კონცერტისთვის 491 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამაზე მეტყველებს შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია.

„გავაუქმოთ ახალი წელი? თქვენ კულტურის წარმომადგენლები ადამიანებად არ მიგაჩნიათ და გგონიათ, მათ პრობლემები არ აქვთ? კულტურის სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც სერიოზული პრობლემები შეექმნა პანდემიის გამო“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შემსრულებლები და მუსიკოსები მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას მიიღებენ.

„როდესაც სოლიდარობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით ამ რთულ ვითარებაში. მომღერლები, ესტრადის წარმომადგენლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან და ისინი მიიღებენ მონაწილეობას საახალწლო კონცერტში, რათა მოსახლეობას შეუქმნან კარგი განწყობა. კიდევ უფრო მეტი თანხა დაიხარჯება. ეს არ არის ერთადერთი კონცერტი. კონცერტები გაიმართება შობას და ძველით ახალ წელს“, – განაცხადა კალაძემ.

კორონავირუსის გართულებული ეპიდვითარების გამო საქართველოში ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, ამიტომაც 31 დეკემბერს ვირტუალური გალა–კონცერტი გაიმართება.

112
თემები:
თბილისის მერია (312)
წმინდა ნინოს ხატი

საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ

7
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.

ის, რაც წყაროებმა შემოგვინახეს წმინდანის შესახებ
წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.

მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან. 

Религия и православие. Святая Нино
© Sputnik / STRINGER
წმინდა ნინოს ხატის რეპროდუქცია

პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.

ღვთისმშობლის გამოცხადება და წარგზავნა საქართველოში

გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უფლისადმი სიყვარულით, იგი ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ერთ დღეს, ლოცვის დროს წმინდანს გამოეცხადა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ნინომ ღვთისმშობელს უთხრა, რომ პატარა და უსწავლელი ადამიანი ამ დიდ საქმეს ვერ შეძლებდა, მაგრამ ღვთისმშობელმა მისცა ვაზის ჯვარი და უთხრა, რომ ყოველთვის მასთან იქნებოდა და დაიფარავდა.

ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია.

ნინომ ბიძამისს — პატრიარქ იუბენალს უამბო ამ ხილვის შესახებ, ბიძამაც დალოცა და აკურთხა იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ღვთისმშობელმა მარიამმა დააკისრა მას. 

Святая равноапостольная Нино
© Sputnik / STRINGER
წმინდა ნინოს ხატის რეპროდუქცია

გზა საქართველოსკენ

ამის შედეგ წმინდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალთან ერთად ქრისტიანობის საქადაგებლად მიდის ეფესოში, სადაც მან ორი წელი გაატარა.

შემდეგ ეფესოდან სომხეთისკენ გამოემართა წმინდანი, მის მიერვე ქრისტიანად მოქცეულ წარჩინებულ რიფსიმესთან და მის აღმზრდელ გაიანესთან ერთად, რომელნიც მოგვიანებით სომხეთის წარმართმა მეფემ ქრისტეს აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯა.

წმინდა ნინო სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და ფარავნის ტბის გზით საქართველოსკენ გამოემართა.

შემოსვლა საქართველოში

საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.

მცხეთაში წმინდა ნინო მაშინ მოვიდა, როდესაც ხალხი წარმართ მეფესთან ერთად მცხეთასთან ახლოს მდებარე მთაზე კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად მიდიოდა. გადმოცემის თანახმად, მთავარი კერპი არმაზი იყო და მას გვერდებზე ორი შედარებით პატარა კერპის ქანდაკება ჰქონდა მიდგმული — გაც და გაი. 

როდესაც წმინდანს დაუნახავს ამდენი ხალხი როგორ ემორჩილებოდა უსულო, წარმართულ ღმერთებს, თვალცრემლიანს ლოცვა დაუწყია უფლის წინაშე. წმინდანის ლოცვით ცა მოქუფრულა, საშინელი წვიმა და სეტყვა წამოსულა და სრულად დამსხვრეულა წარმართული კერპები.

წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო.

ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება. ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.

ქართლის მოქცევა

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა. 

Святая равноапостольная Нино
წმინდა ნინო

გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.

დღესასწაულის ტრადიცია

წმიდა ნინოს ღვაწლი ქართველი ერის წინაშე ფასდაუდებელია, ამიტომაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად შეიყვარა ერმა განმანათლებელი.

საქართველოში „ნინოობა“ წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული. 

Верующие в храме Самеба у иконы Святой Нино
© Sputnik / Alexander Imedashvili
წმინდა ნინოს ხატი

წმინდა ნინოს არ აუშენებია დიდებული ტაძრები და მონასტრები, წმინდა ნინომ ქართველი კაცის მორწმუნე სულს ჩაუყარა მტკიცე საძირკველი, რომელზეც შემდგომში დიდი რწმენა დაეშენა. უამრავი გაჭირვების მიუხედავად ქართველ ერს არასოდეს უღალატია ჭეშმარიტი ღმერთისთვის, იმ ღმერთისთვის, რომელიც წმინდა ნინომ უქადაგა, გააცნო, შეაყვარა და შეასისხლხორცა.

ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ჯვარს სასულიერო პირები გამოაბრძანებენ ხოლმე და მორწმუნე მრევლს ეძლევა საშუალება წმინდა ჯვრის მთხვევისა და პატივის მიგებისა. 

დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღესრულება სადღესასწაულო წირვა.

ქართველთა განმანათლებლის სახელი — ნინო დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობს ქართველ ერში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გოგონათა სახელებს შორის რაოდენობით სწორედ სახელი ნინოა პირველ ადგილზე. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით ალექსანდრე ბაინდურაშვილის მიერ

7
თემები:
საეკლესიო კალენდარი
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 27 იანვარს

22
(განახლებულია 19:22 26.01.2021)
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 27 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ბესიკის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის, ჩუბინაშვილის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის და სანდრო მირიანაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და შალვა ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის და გუმათჰესის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

22
თემები:
თბილისი დღეს
დონალდ და მელანია ტრამპები

სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გადადო

0
(განახლებულია 10:39 27.01.2021)
მანამდე რესპუბლიკელები და დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგნდნენ საკუთარ არგუმენტებს წერილობითი სახით

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ–ის სენატმა არ ცნო ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი არაკონსტიტუციურად, რაზეც კენჭისყრის შედეგები მეტყველებს.

პროცესის არაკონსტიტუციურად ცნობის წინადადება სენატორმა რენდ პოლმა წამოაყენა, თუმცა მის იდეას მხოლოდ 45–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 55 კი წინააღდეგი იყო.

აშშ–ის კონგრესის ზედა პალატა ექს–პრეზიდენტის იმპიჩმენტს უკანა რიცხვით განიხილავს — ტრამპის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ქვეყნის ძირითადი კანონის სპეციალისტებს შორის ამგვარი პროცესის კონსტიტუციურობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს, მოსამართლეები კი მანამდე არასდროს მონაწილეობდნენ ამგვარი პრობლემის გადაჭრაში, ამიტომაც პროცესით სწორედ სენატორები არიან დაკავებული.

საბოლოოდ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა 9 თებერვლამდე გადაიდო, რასაც სენატში ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აშშ–ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმთან მომხდარი არეულობის წაქეზებაში ედება ბრალი, რა დროსაც მის მხარდასაჭერად შეკრებილი მოქალაქეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დამტკიცების პროცესისთვის ხელის შეშლას შეეცადნენ.

 

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა