ზურა დოიჯაშვილი

„ძალიან მძიმედაა, ჩამოვიყვანოთ საქართველოში...“ მამუკა ონაშვილი ზურა დოიჯაშვილზე წერს

610
(განახლებულია 19:25 15.12.2020)
მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი საზოგადოებას მოუწოდებენ, ილოცონ მისთვის.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ისრაელში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა. მისი თხოვნაა, რომ ის საქართველოში დააბრუნონ.

მომღერალი მამუკა ონაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დავდგეთ ერთად ჩვენი ზურასთვის. ის ძალიან მძიმედ არის. ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ეს მისი თხოვნა და სურვილია. ჩამოყვანა უნდა მოხდეს სარეანიმაციო თვითმფრინავით, რომელიც 66 000 ლარი ჯდება. 18 დეკემბერს ტელემარათონი გაიმართება „პირველ არხზე”, 09:15-დან 10:00-მდე. დიდი მადლობა დათო ოქიტაშვილს და საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ავად არის. ამის შესახებ ის თავად ჰყვებოდა. რამდენიმე დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა, ის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

2019 წლის ოქტომბერში ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით საქართველოშიც იყო მოთავსებული კლინიკაში. მომღერალს შუნტირება აქვს გაკეთებული. ისრაელში კი ამას ფილტვების პრობლემაც დაერთო. იქ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე წავიდა სამუშაოდ – ის აეროპორტში მუშაობდა.

610
თემები:
სელებრითების ცხოვრება (2606)
დიდთოვლობა

დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა: ბოლო ცნობები

11
შეზღუდვები ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს ცალკეულ გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის (ნაქერალას უღელტეხილი) საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზეზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

 რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის (ფარავანის უღელტეხილი)  საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კვირაზე მეტია,  რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

11
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
პატრული

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

11
(განახლებულია 11:13 18.01.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი რეგულაციები მოქმედებს, რომელთა დარღვევა ჯერ ადმინისტრაციულ, გამეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1.107 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის  121 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 986  ფიზიკური პირია დაჯარიმებული.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

11
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები

ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ–ხუთეული

0
(განახლებულია 11:12 18.01.2021)
2020 წლის ბოლოს ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია ქართველი ფეხბურთელების ღირებულება.  
ქართველი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ტოპ-ხუთეული
© Sputnik / Konstantin Ivanov

„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში თქვენ გაიგებთ ტოპ–5 ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას.  

გარდ ამისა, Transfermarkt–ი აცხადებს, რომ ავსტრიისა და თურქეთის ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილე ქართველი ფეხბურთელების ფასი გაიზარდა – საბა ლობჟანიძის ფასი, რომელიც „ანკარაგუჯუს“ სახელით ასპარეზობს, 1 მლნ ევროდან 1,7 მლნ ევრომდე გაიზარდა.

ასევე გაიზარდა „კონიასპორში“ მოთამაშე ქართველი ნახევარმცველის ლევან შენგელიას ფასი. იგი 400 ათასით „გაძვირდა“ და ახლა 1,8 მლნ ევრო ღირს. შესამჩნევად გაიზარდა ავსტრიულ კლუბ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩიშვილის ღირებულებაც: ოქტომბერში მისი „ფასი“ 400 ათას ევროს შეადგენდა, ახლა კი 1 მილიონამდე გაიზარდა.

0