Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გული მისკდება და მეგლიჯება“ – თიკა ჯამბურია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

© Photo: Tina Jamburia / FBთიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს. ნახეთ რას წერს მომღერალი საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პანდემიის გამო შოუბიზნესის წარმომადგენლები ცუდ დღეში არიან, ბევრი მუსიკოსი ქუჩაში დგას, რომ პურის ფული იშოვოს, ამ ფონზე კი ერთ-ერთი ტელევიზიის ანაზღაურებად კონცერტში მონაწილეთა სიაში მომღერლებს ნაცნობობით სვამენ.

თიკა ჯამბურია - Sputnik საქართველო
თიკა ჯამბურიას ტატუ – ნახეთ რომელი ცნობილი ადამიანის სახელი ამოისვირინგა მომღერალმა

„დედას გეფიცებით, ყოველი ჩემი ფეხით გავლისას ისეთ ხალხს ვხედავ ქუჩაში გამოსულს, ფულის საშოვნელად, გული მისკდება და მეგლიჯება“, – წერდა თიკა ჯამბურია „ფეისბუქზე“, თუმცა მოგვიანებით სტატუსი წაშალა.

თბილისის მერია 2021 წლის შესახვედრად საახალწლო ღონისძიებას ჩაატარებს, რაც 491 ათასი ლარი დაჯდება. მომსახურებას უწყება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძენს. მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში განმარტავს, რომ კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდება და „ნახვის საშუალება საზოგადოებას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ექნება“.

„კონცერტში მონაწილეობას 30-მდე სოლო შემსრულებელი, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის მომღერლები, მსახიობები მიიღებენ. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილი, მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები ჩაერთვებიან საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ტერასებიდან. ჩართვებში გამოჩნდებიან რიგითი მოქალაქეებიც და ე.წ. ცნობადი სახეები“, – აღნიშნავს მერია შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბავი
0