Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გთხოვთ, წელს ნუ ვიშოპინგებთ საახალწლოდ“ – თეა დარჩიას ახალი ინიციატივა

© courtesy of Liza Kalandadzeთეა დარჩია
თეა დარჩია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეა დარჩია საზოგადოებას მოუწოდებს, უარი თქვან სადღესასწაულო საყიდლებზე. ნახეთ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ცნობილი ქორეოგრაფი.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მოცეკვავე თეა დარჩია თანამემამულეებს მოუწოდებს, რომ საახალწლოდ გახსნილ მაღაზიებში არ ივაჭრონ და დარჩნენ სახლში.

თეას სურს, საზოგადოებამ ამით თანადგომა გამოუცხადოს შეჭირვებულ მოქალაქეებს და, გარდა ამისა, თავიდან აიცილონ ის სიტუაცია, რაც „შავ პარასკევს” მოლებში და დიდ მარკეტებში ხდებოდა.

„თუ მაინცა და მაინც ვერ ვუძლებთ ცდუნებებს, ონლაინ ვიშოპინგოთ და მხოლოდ ქართული შევიძინოთ და ამით ჩვენ თითონვე დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით“, – წერს მოცეკვავე „ფეისბუქზე”.
თეა დარჩია - Sputnik საქართველო
„თმის შეღებვა-შეჭრა, მაკიაჟი ვისაც გჭირდებათ, მომმართეთ“ – თეა დარჩიას ახალი წამოწყება

რამდენიმე დღის წინ ქორეოგრაფმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ მზადაა მიიღოს კლიენტები, რომლებსაც სტილის შერჩევა, თმის შეღებვა, შეჭრა, დავარცხნა და მაკიაჟი სურს.

„სუხიშვილების“ ყოფილ მოცეკვავეს თეა დარჩიას ოთხი შვილი ჰყავს – 28 წლის მარიამი, 18 წლის მირიანი, 9 წლის იოანა და 6 წლის გაბრიელი. მცირეწლოვან ბავშვებს თეასთვის ხელი არ შეუშლიათ, რომ ყოველთვის წარმატებული და აქტიური ყოფილიყო. გენეტიკის წყალობით ფორმაშიც მალევე დგებოდა და საყვარელ საქმეს უბრუნდებოდა. თეას შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ძიძა არც ერთისთვის არ აუყვანია, ძირითადად ოჯახის წევრები – დედა და და ეხმარებოდნენ, თუმცა ამ საქმეში ძირითადი წვლილი მაინც მის მეუღლეს მიუძღვის.

ყველა ახალი ამბავი
0