წვეთოვანი

პლუს 44: რამდენია გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

68
(განახლებულია 17:55 15.12.2020)
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.883-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 164.786 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.105), კარანტინის რეჟიმშია 969, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.710 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.734 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

68
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ღვთისმშობლის ტაძარი. 1896 წელი

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი აღმოფხვრილია

7
მომხდარი იყო პროვოკაცია და სოფლის მოსახლეობამ ძველებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძოს, განაცხადეს შეხვედრის მონაწილეებმა

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის, ქრისტიანებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებში, მონაწილეების თქმით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

კონფლიქტი ბუკნარში იმის გამო დაიწყო, რომ ადგილობრივმა მუსლიმებმა ტრადიციული პარასკევის ლოცვის წასაკითხად კერძო სახლში სამლოცველოს მოწყობა გადაწყვიტეს. ამის გამო სოფელში გავრცელდა ხმა, რომ ბუკნარში აპირებენ მეჩეთის აშენებას, რამაც ადგილობრივ მართლმადიდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მომხდარი იყო პროვოკაცია, მათ გასაყოფი არაფერი არ აქვთ და უწინდებურად ერთად ცხოვრება უნდა განაგრძონ.

„ინციდენტი, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სრულად აღმოიფხვრა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცახდა პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.

ორი დღის წინ მომხდარი პირველი დაპირისპირებისა და ჩხუბის შემდეგ სამი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი მუსლიმი თემიდან, საავადმყოფოში მოხვდა. პოლიციამ ინციდებტის ერთ-ერთი დამნაშავე პირი დააკავა.

 

7
ფოთის პორტი

ფოთში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

40
მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქონელს აღარ გადმოტვირთავენ და აქციებს გააგრძელებენ

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სატვირთო მანქანების მძღოლებმა ფოთში შეკვეთილი რეისების ტარიფების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს.

მომიტინგეების თქმით, ტარიფები პანდემიის გამო ძალიან დაბალია, რაც მათ მუშაობას ურთულებს. როგორც მძღოლები ამბობენ, მათ ოჯახები ჰყავთ შესანახი და საბანკო ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი. მძღოლები სანაოსნო კომპანიებისგან ტარიფების გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონლის გადმოტვირთვაზე უარს აცხადებენ.

„ტარიფები ძალიან დაბალია, ხელოვნურადაა დაწეული. ჩვენი მოთხოვნაა ტარიფების გაზრდა. აზერბაიჯანში საწვავის ფასი გაიზარდა, საქართველოშიც კვლავ გაიზრდება და საერთოდ აღარ ღირს მუშაობა, არაფერი გვრჩება. ჩვენ ვერ ვინახავთ მანქანებს, ვერ ვინახავთ ოჯახებს, კრედიტები გვაქვს, ბანკები სახლებს გვართმევენ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქონელს აღარ გადმოვტვირთავთ, არ გადავზიდავთ, ტრანსპორტი გაჩერდება“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მძღოლები პერმანენტულ აქციებს არ გამორიცხავენ.

 

 

40