COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Pixabay / luvqsლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 164.786 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.105), გარდაიცვალა – 1.883 (ბოლო 24 საათში – 44), კარანტინის რეჟიმშია 969, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.710 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.734 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.837-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 194.900-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 164.786 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.105), გარდაიცვალა – 1.883 (ბოლო 24 საათში – 44), კარანტინის რეჟიმშია 969, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.710 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.734 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0