ვაქცინაცია

გამყრელიძე: სავარაუდოდ, წელს გრიპის აქტიური სეზონი არ გველოდება

89
(განახლებულია 18:43 14.12.2020)
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას უკვე სეზონური გრიპებიც დაერთო.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. გასულ წელთან შედარებით შეიძლება გრიპის სეზონმა წელს გაცილებით მსუბუქად ჩაიაროს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე. 

საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. ქვეყანაში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები და რინოვირუსები.

„ქვეყანაში B ტიპის გრიპის ვირუსის ცირკულირება გასულ კვირაში დაიწყო. ეპიდვითარებიდან გამომდინარე დაწესებული რეგულაციები გრიპის ვირუსის პრევენციასაც მოიაზრებს... დიდი ალბათობით, წელს გრიპის ვირუსი არც ისე აქტიური იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, სახელმწიფომ წელს გრიპის 235 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა, აქედან ამჟამად გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგოდ ვაქცინის ჩატარებისკენ, განსაკუთრებით, ორსულებს და რისკ-ჯგუფებში შემავალ პირებს. ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა კერძო სექტორსაც შემოაქვს, რომლით სარგებლობაც საზოგადოების დიდ ნაწილს შეუძლია – ამ შემთხვევაში ვაქცინა ფასიანია. 

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება რისკ-ჯგუფში შემავალი პირებისთვის უფასოა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, აივ-ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებული პირები, ორსულები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების ბენეფიციარები, სკოლების, ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, სამხედროები, მაშველები და მედპერსონალი.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

89
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (255)
ლიზა ყენია

„დედას სიამაყე...“ - ლიზა ყენია უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

9
(განახლებულია 11:59 08.03.2021)
ლიზა ყენია ბოლო დროს სოციალურ ქსელებში აღარ ჩანს. ნახეთ რითაა დაკავებული მომღერალი და რა ფოტოს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც ლიზა ყენიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი შექმნა, სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობს, როგორც ჩანს, მომღერალი ბიზნესითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და კითხვაზე - უყვარს თუ არა მარტოობა, უპასუხა, რომ ადრე უყვარდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი პატარა ძაღლი მასთან ცხოვრობს, ეს ყველაფერი შეიცვალა.

ლიზა ხშირად აქვეყნებს ძაღლის ფოტოებს. „დედას სიამაყე“ - ასე დაასათაურა ერთ-ერთი უსაყვარლესი ფოტო ლიზამ. ლიზას შავი ფერის მალტეზე რამდენიმე თვეა გოგონასთან ერთად ცხოვრობს, ის თითქმის ყველგან თან ახლავს პატრონს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული მანერით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი ანსამბლის „მზიურის“ ერთ-ერთი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა განსაკუთრებულ ყურადღებას არა მხოლოდ შესრულების მანერით, არამედ ეპატაჟურობითაც იქცევს. შემსრულებელმა უამრავი ადამიანის ყურადღება ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში მიიპყრო. ის სხვადასხვა მასშტაბურ შოუებსა და კონკურსებზე თავს პროფესიონალურად წარმოადგენდა და დიდ წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწია. მაია ჯაბუას შუათანა ქალიშვილმა სახელი მომღერალ დედაზე არანაკლებ სწრაფად გაითქვა.

9
თოვლი

სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსი მხოლოდ ხუთმა ინფიცირებულმა დაამარცხა

9
(განახლებულია 12:51 08.03.2021)
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 108 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ხუთ კოვიდ–ცენტრში 82 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.  

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 29 კოვიდ-პაციენტი გადის – ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 27 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი პაციენტი მკურნალობს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში ექვსი პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 15 პაციენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 147 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 272.998–ს მიაღწია. 

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

9
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები