გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© photo: Sputnik / Stringerგვირაბი
გვირაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა 11:00 საათიდან მოქმედებს და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. გორის გვირაბში სენაკი-თბილისის მიმართულებაზე დღეს, 13 დეკემბერს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, სავენტილაციო სისტემის რემონტის გამო, 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე მოძრაობა იკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

გვირაბში იგეგმება ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ყველა ახალი ამბავი
0