რუხის საავადმყოფო

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 31 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

203
რეგიონის ხუთ კოვიდ-კლინიკაში 295 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 113 პაციენტი.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 299 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 113 პაციენტი.

ბოლო დღეღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა რეგიონში 192 ადამიანს შეადგენს.

რეგიონის ხუთ კოვიდ-კლინიკაში 295 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან 31 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა - ერთი ფოთის კლინიკაში მკურნალობდა, ხოლო მეორე - სენაკის კლინიკა „სენამედში“.

რეგიონში არსებული კოვიდ-კლინიკების მიხედვით სიტუაცია შემდეგია:

  • რუხის კლინიკაში იმყოფება 156 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 10 პაციენტი, საშუალო სიმძიმის - 70.
  • „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის - 8, მძიმე - 5.
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება - 40 კოვიდ -პაციენტი, მათ შორის მძიმე - 12 პაციენტი.
  • ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 32 პაციენტი, მათ შორის მძიმე - 4.
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 907-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 187 006-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 154 241 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 780), გარდაიცვალა – 1 744  (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 1 012, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 817 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 227 ადამიანი იმყოფება.

ნიკა ლატარია

203
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
ადამიანები პირბადეებით

კორონავირუსი საქართველოში: ინფიცირების შემთხვევები ქალებსა და მამაკაცებში კვლევა

4
(განახლებულია 14:39 26.01.2021)
ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან რეგისტრირებულ ინფიცირებულებს შორის 57 პროცენტი ქალია და 43 – მამაკაცი

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. კორონავირუსით საქართველოში უფრო მეტად ქალები ინფიცირდებიან, ვიდრე მამაკაცები. ასეთია დაავადებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეხუთე ანგარიშში „ერთი წელი COVID-19–თან ერთად“ წარმოდგენილი კვლევის შედეგები.

რა მოხდება მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის შემთხვევაში: ცერცვაძის განმარტება>>

ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა ქალების 57% შემთხვევაში და შესაბამისად 43 – მამაკაცებში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირია:

ასაკი ინფიცირებულების წილი
0–14  7,4%
15–24 10%
25–34 18,7%
35–44 17,6%
45–54  15,2%
55–64 15,8%
65–74  10,5%
75–84  4%
85+  0,9%

ინფიცირებულების რაოდენობის მხრივ ყველაზე „ცხელ“ წერტილებად ყოველ ასი ათას მოსახლეზე, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მიიჩნევიან აჭარა, თბილისი და იმერეთი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მარტში 15 კლინიკაში 1 620 საწოლის მობილიზება შეძლო, ასევე რეგიონებში 15 თერმოცენტრში დამატებით გამოიყო 1 050 საწოლი. დეკემბრის ბოლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული პაციენტების მიღებისთვის მობილიზებული იყო 82 კლინიკა 7 ათასზე მეტი საწოლით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2020 წლის 2 აპრილიდან შეიქმნა ონლაინ–კლინიკების პლატფორმა, რომელშიც თავდაპირველად ჩართული იყო 25 ონლაინ–კლინიკა, ხოლო წლის ბოლოს მათი რაოდენობა 65–მდე გაიზარდა. პაციენტებს დისტანციურად დაახლოებით 700 ექიმი მართავს. აპრილიდან წლის ბოლომდე ექიმებმა რეაგირება მოახდინეს 250 ათას ზარზე. ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით სახლში მკურნალობდა 132 232 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, პირველადი ჯანდაცვის რესუსრსის გაძლიერების მიზნით, ოქტომბრიდან ონლაინ–კლინიკა ამუშავდა 228 თანამშრომლით, რომლებიც ორი მიმართულებით მუშაობენ – ოჯახის ექიმების მუშაობის შემოწმება (რომლებიც ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობას მართავენ) და ონლაინ–კლინიკების მუშაობის ხარისხის შემოწმება. 22 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე ცენტრალურმა ონლაინ–კლინიკამ დაახლოებით 28 ათას სიმპტომებიან პაციენტს გაუწია მეთვალყურეობა. მთლიანობაში განახორციელა დაახლოებით 112 ათასი ზარი. ონლაინ–კლინიკების ოპერატორების მომსახურების შემოწმების მიზნით 303 ათასი პაციენტი გამოიკითხა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 254 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 244 თასზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3 096.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

4
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ნუცა ბუზალაძე

„შვილი რომ გყავს მართალია, თუ ჭორი?“ - ნუცა ბუზალაძის ემოციური პასუხი თაყვანისმცემელს

65
(განახლებულია 11:05 26.01.2021)
ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი „ფოლოვერების“ კითხვებს პასუხობს. მორიგი სკანდალური თემა და შემსრულებლის გულის ამაჩუყებელი პასუხი.

ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

ცნობილია, რომ ჭორ-მართალი უსაფუძვლოდ არ ჩნდება. ნუცა ბუზალაძეს დამაინტრიგებელი კითხვა ერთ-ერთმა „გამომწერმა“ დაუსვა, რაც მის პირად ცხოვრებას ეხება. ნუცა ბუზალაძე ფეხმძიმობის დამალვაში დაადანაშაულეს. მომღერალმა სკანდალურ ინფორმაციას ხუმრობით უპასუხა. „შვილი რომ გყავს მართალია თუ ჭორი?“- ჰკითხა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა. ნუცამ პასუხი არ დააყოვნა და აღნიშნა, რომ ბავშვები ძალიან უყვარს. „ვა, ეგ ჭორი ჯერ არ გამიგია. არ მყავს, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს!“- აღნიშნა ნუცამ.

წლების მანძილზე ახალგაზრდა მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა, მანამ, სანამ თავად არ მოისურვა სიყვარულის გაზიარება. ნუცა ბუზალაძე შეყვარებული იყო. მისი რჩეული მომღერალს დიდ დროს უთმობდა და წყვილი საჯარო სივრცეებში ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო დუეტიც დაიშალა.

„იცით, რას ნიშნავს ექს-შეყვარებული? მადლობა გამოცდილებისთვის, შენი დრო ამოიწურა. ახლა გადი ჩემი ცხოვრებიდან, რათა შენზე უკეთესმა შემოაბიჯოს“, – ეს ინგლისურენოვანი ვიდეო ნუცამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მოულოდნელი მესიჯებით აღსავსე TikTok-ის ვიდეო მხოლოდ ერთზე შეიძლება მეტყველებდეს – ნუცა ბუზალაძე სპორტსმენ შეყვარებულს დაშორდა.

65
თემები:
სელებრითების ცხოვრება