COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსის ეპიდემია საქართველოში
კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 154 241 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 780), გარდაიცვალა – 1 744  (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 1 012, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 817 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 227 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3 907-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 187 006-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 154 241 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 780), გარდაიცვალა – 1 744  (ბოლო 24 საათში – 50), კარანტინის რეჟიმშია 1 012, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 817 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 227 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0