თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ირაკლი ქარქაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარქაშაძეს ვირუსისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და მკურნალობის კურსს სახლში აგრძელებს. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ბოლო 24 საათში იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 636 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით კი კოვიდ-ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თორნიკე ოქრიაშვილის და ლიკი მუზაშვილის წყვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია. ისინი მესამედ გახდებიან მშობლები. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე კვირის წინ გახდა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, რომელიც მისი მეუღლის ექოსკოპიის დროს იყო გადაღებული.
როგორც გაირკვა, წყვილმა უკვე პატარას სქესიც იცის. მათ ცოტა ხნის წინ კიპრზე Babyshower მოაწყვეს, სადაც მათი მეგობრები ჰყავდათ მიწვეული. ღონისძიება ღია ცის ქვეშ შედგა, თორნიკესთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ბოლოსდაბოლოს ის ნანატრი ქალიშვილის მამა გახდება.
„მე ვარ ბედნიერი მამა”, – დაწერა ოქრიაშვილმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, პატარას სქესის გაგების შემდეგ.
View this post on Instagram
თორნიკე ოქრიაშვილი უკვე წლებია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული წევრია და გუნდის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რომელმაც ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა. თავისი თამაშისა და გოლების წყალობით თორნიკე ქართველი გულშემატკივრის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ეს არცაა გასაკვირი.
View this post on Instagram
თორნიკე წლებია დაქორწინებულია ლიკა მუზაშვილზე. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 8 წლის ალექსანდრე და 6 წლის დადი. თორნიკე ამჟამად კვიპროსული კლუბი „ანორთოსისის“ ფეხბურთელია. ლიკა ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ ოჯახურ ფოტოებს. ის მეუღლის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.
თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. წყვილს, რომელმაც კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს გაუძლო და ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნა, ამერიკელი კრისტენ ბონავიტა ბრილიანტის ორი ბეჭდის ჩუქებას ჰპირდება — ოღონდ, ერთი პირობით, წერს Daily Mail–ი ქალის Facebook–ზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს წყვილს შეუძლია მიიღოს, თუკი ისინი ბონავიტას მიერ წამოყენებულ პირობას დააკმაყოფილებენ.
ირკვევა, რომ კრისტენ ბონავიტა და მისი მეუღლე 2020 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, რაც ქალმა ძალიან მძიმედ გადაიტანა. ხოლო მას შემდეგ, რაც განცდებს თავი დააღწია და ყველაფერი უკან დარჩა, გადაწყვიტა, თავიდან მოიშოროს წარუმატებელი ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგონებები და თავისი ბეჭედი ბედნიერ წყვილს უსახსოვროს.
როდესაც კრისტენის ყოფილმა ქმარმა მისი სურვილის შესახებ შეიტყო, თავადაც მოინდომა ამ კეთილ საქმეში ჩართვა და საკუთარი ბეჭდის გაჩუქებაც გადაწყვიტა. ასე რომ, ახლა ორი ძვირადღირებული სამკაული ახალ პატრონებს ელოდება.
„მინდა ჩემი და ჩემი ყოფილი ქმრის კუთვნილი ნიშნობის ბეჭდები ვაჩუქო წყვილს, რომელიც 2020 წელს მძიმე პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ სირთულეების გადალახვა ერთად შეძლო“, —წერს კრისტენ ბონავიტა.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტების შეფასებით, კრისტენ ბონავიტას თითქმის ორ კარატიანი ბეჭედი 2 800 დოლარი ღირს, მისი მეუღლისა კი უფრო იაფი — დაახლოებით 760 დოლარი.