Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოცნება ავიხდინე...“ – მაია ასათიანი ირემზე შემოჯდა – ტელეწამყვანი ვიდეოს აქვეყნებს

© courtesy of talk show profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი უჩვეულო სიტუაციაში დააფიქსირეს. ნახეთ რატომ გადაწყვიტა მაია ასათიანმა ირემზე შემოჯდომა და რა ბავშვობის ნატვრა აისრულა ამით.

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში უჩვეულო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებს. აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტის ინსპირაცია ზღაპარი „თოვლის დედოფალი“ გახდა, სადაც ანიმაციურ ფილმში მთავარი გმირი „გერდა“ ირემზეა ამხედრებული და ისე მიდის „კაის“ გამოსახსნელად.

მართალია, ირემი ნამდვილი არ არის და ის, სავარაუდოდ, თოქშოუ „პროფილის“ საახალწლო დეკორაციაა, ჟურნალისტი მაინც საკმაოდ ბედნიერი ჩანს სიახლით.

ტელეწამყვანი სამ საყვარელ ძაღლთან და თუთიყუშებთან ერთად მარტო ცხოვრობს. მისი სახლი კი მყუდროებითა და კომფორტულობით გამოირჩევა. მაია ხშირად აქვეყნებს ძაღლების ვიდეოებსაც, როგორ ეფერება და უვლის მათ პატარა ბავშვებივით.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0