ცნობილი ქართველი ფოტომოდელი მირანდა შელია წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს. 28 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე. მირანდა შელია, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, „ინტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც დასტურდება ინფორმაცია, რომ მას ახალი შეყვარებული ჰყავს.
View this post on Instagram
სწორედ ახალ შეყვარებულთან ერთად ესწრებოდა მირანდა საუკეთესო მეგობრის, მომღერალ ქეთა თოფურიას ვიწრო წრეში გადახდილ ქორწილს რამდენიმე კვირის წინ.
View this post on Instagram
მართალია, მოდელის სიმაღლე არ აქვს – 167 სანტიმეტრია, თუმცა ეფექტური გარეგნობის გამო ფოტომოდელობს, რუსი მომღერლების კლიპებშიც ჩნდება. სწორედ ერთ-ერთი კლიპის გადაღებისას გაიცნო მუსიკოსი ვლადისლავ რამი.
View this post on Instagram
ზაფხულში მოდელი ბათუმში ყოფილი შეყვარებულის, რეპერ ვლადისლავ რამის გარეშე ისვენებდა, საიდანაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი არც ერთ მათგანს გაუკეთებია.
View this post on Instagram
ვლადი და მიმი რუსული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი წყვილი იყო. წყვილი გრძნობებს არც საჯაროდ მალავდა, ვლადისლავი და მირანდა სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებდნენ ერთობლივ ფოტოებს.
View this post on Instagram
„ქართველი ირინა შეიკი“ – ასე მოიხსენიებენ მირანდას, რომელიც წარსულში, 20 წლის ასაკში გათხოვილი იყო ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე გიორგი ჭანტურიაზე, თუმცა წყვილი მალე დაშორდა და ამ ქორწინებას მოდელი შეცდომად მიიჩნევდა.
დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა - საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს საკომენდანტო საათი. უამრავი ბიზნესი და ადამიანები მომსახურების სფეროში კარგავენ შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 298-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 253.816-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 243.396 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.311), გარდაიცვალა – 3.071 (ბოლო 24 საათში – 16), კარანტინის რეჟიმშია 515, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.223პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 402 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 6.868 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2.686, PCR ტესტით – 4.182.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 6868, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2.686, PCR ტესტით - 4.182
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა