კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.146 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.708 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 636, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 397, აჭარა – 313, ქვემო ქართლი – 281, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 69, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24. 

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2.129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 150.461-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში კორონავირუსმა 37 ადამიანი იმსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.694-ს მიაღწია.

ამ დროისათვის საქართველოში 30.918 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.881 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.966, იმერეთში – 1.358, აჭარაში – 962. 

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

1.138 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 436 პირი, მათგან თბილისში – 212, იმერეთში – 62, აჭარაში – 53. კოვიდ–სასტუმროში მოთავსებულია 3.400 ადამიანი, მათ შორის, 1.155 – თბილისში, 1.571 – აჭარაში, 360 – იმერეთში. 20.637 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, აჭარაში – 151, ხოლო იმერეთში – 28. თვითიზოლაციაში იმყოფება 51.664 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20.134 პირი, აჭარაში – 10.723, იმერეთში – 5.678.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183 099-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0