Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამაზე ახლა გული მეხლიჩება...“ – ქრისტინე იმედაძეს საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა

© Photo: Christine Imedadze / FBქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ნახეთ რაზე წუხს და რატომ აღარ უნდა არაფრის კეთება ტელეწამყვანს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. მომღერლის და ტელეწამყვანის ქრისტინე იმედაძის ოჯახში დანაკლისია. იმედაძის ბაბუა გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხელოვანმა სოციალურ ქსელში საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას ვრცელი პოსტი მიუძღვნა. როგორც ქრისტინე წერს, ბოლო გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა.

 

„ყოველ ქმედებას ყველაზე დიდი გაგებით ეკიდებოდა და ამაზე ახლა გული მეხლიჩება. ყველანაირ ქარცეცხლში გაატარა ცხოვრებამ… ყველანაირ განსაცდელს ძალიან ღირსეულად ხვდებოდა.
სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმდენჯერ გაიარა, უკვე მივეჩვიე, რომ სულ ჩემი ბიჭი უგებს
ახლაც მეგონა უგებდა.

მომღერლის თქმით, არაფრის კეთების სურვილი აღარ აქვს, ზის და იხსენებს მათ მოგზაურობებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებს, ფილმივით უყურებს მათ ურთიერთობას, მის რჩევებს.

„ჩემი სევდიანი სახე არ უყვარს ბაბუს. ხუთშაბათს ეთერში თუ ვერ დამინახავდა, სასწრაფოდ რეკავდა. უცებ მახსენდება თვითონ როგორ იქცეოდა უიმედობის ჟამს. ლოგინად ჩავარდნილი, დასუსტებული რომ წამოფრინდებოდა, მოწესრიგდებოდა და გაეშურებოდა სხვა კონტინენტზე საქმისთვის… შემოუფრენდა მსოფლიოს… ალბათ ახლა გასაფრენი აღარსად იყო, ამიტომ სხვა მიმართულებით გაფრინდა“, – წერს მომღერალი.

რამაზ გოგლიძე 1982-1986 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტს, იყო ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

ათწლეულების მანძილზე რამაზ გოგლიძე ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს. როგორც გამორჩეული ლიდერი და ორგანიზატორი, აქტიურად მონაწილეობდა მასშტაბური პროექტების განხორციელებაში საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.

ყველა ახალი ამბავი
0