თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.146-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 183.099-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 150.461 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.129), გარდაიცვალა – 1.694 (ბოლო 24 საათში – 37), კარანტინის რეჟიმშია 1.017, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.881 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.400 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აპლიკაცია Stop Covid–ით სარგებლობის ვადა ამოიწურა და 2021 წლის 20 იანვარს არააქტიური გახდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, კვლავ გააქტიურდება თუ არა აპლიკაცია და არც ისაა დაზუსტებული, რამდენი ინფიცირებული გამოვლინდა აღნიშნული პროგრამის საშუალებით.
მობილური აპლიკაცია Stop covid–ი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გასული წლის აპრილში ამოქმედდა. ინოვაციური პროგრამა კორონავირუსის ადრეული გამოვლენისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით შეიქმნა. კერძოდ, აპლიკაცია საშუალებას აძლევდა პირებს, რომლებსაც სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდათ კოვიდინფიცირებულთან, დროულად მიეწოდებინათ ინფორმაცია შესაბამისი უწყებისთვის, რაც ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ–ერთი პირობა იყო.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 251 ათას შემთხვევას აჭარბებს, გამოჯანმრთელდა 238 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 3 ათასზე პაციენტი.
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ბარის საავადმყოფოს პარკინგიდან მოპარული მანქანა იპოვეს, რომელშიც გამტაცებლებს საბოდიშო წერილი ჰქონდათ დატოვებული, იუწყება La Gazzetta.
გავრცელებული ინფორმაციით, იანვრის შუა რიცხვებში 56 წლის მარია ელენა დამიანის ქალიშვილმა რიტამ Facebook-ში დაწერა, რომ მოპარული მანქანა გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო მისი დედისთვის, რომელიც გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული. ირკვევა, რომ ავტომობილი Fiat Doblò ადაპტირებული იყო უნარშეზღუდული ქალისთვის სამართავად და ასევე აღჭურვილი იყო პანდუსითა და ინვალიდის ეტლით.
„გულზე ხელი დაიდეთ და დაგვიბრუნეთ ავტომობილი“, — წერდა ავადმყოფი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.
მისი პოსტი მალე მეტად პოპულარული გახდა და, როგორც ჩანს, გამტაცებლებამდეც მიაღწია. რამდენიმე დღის შემდეგ ბარის გარეუბანში ერთმა მამაკაცმა მისი სახლის წინ გაჩერებული ავტომობილი შენიშნა და კარაბინერები გამოიძახა. მანქანის წინა სავარძელში მათ ბოროტმოქმედების გზავნილი აღმოაჩინეს.
დამიანების ოჯახმა, ამბის ბედნიერი დასრულების შემდეგ, თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ იწყებდნენ ინვალიდთათვის ავტომობილის შესაძენად თანხის შეგროვებას. ამ თანხას ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს.
თბილისი, 22 იანვარი - Sputnik. კომპანია Microsoft–ის დამფუძნებელი, მილიარდერი ბილ გეიტსი კორონავირუსზე აიცრა.
ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა და ფოტოც დაურთო.
One of the benefits of being 65 is that I’m eligible for the COVID-19 vaccine. I got my first dose this week, and I feel great. Thank you to all of the scientists, trial participants, regulators, and frontline healthcare workers who got us to this point. pic.twitter.com/67SIfrG1Yd
— Bill Gates (@BillGates) January 22, 2021
„იმის ერთ–ერთი უპირატესობამ რომ 65 წლის ხარ, ისაა, რომ მაქვს COVID-19–ის წინააღმდეგ ვაქცინაციის უფლება. ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ყველა მეცნიერს, გამოცდების მონაწილეებს, მარეგულირებელ უწყებებსა და წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსებს, რომლებმაც ამ მომენტამდე მიგვიყვანეს“, — წერს გეიტსი.
ამასთან მილიარდერი არ აკონკრეტებს, რომელი ვაქცინით აიცრა.