გამყრელიძე: სიფრთხილეა საჭირო, თორემ საახალწლოდ კიდევ უფრო დიდი პიკი იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო ცენტრი
სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება, ეპიდემიოლოგები მოსახლეობის მობილობის გაზრდის საფრთხეს ხედავენ.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ბალანსირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
პაატა იმნაძე: ინფიცირებულთა მატება არ გვაქვს, ვირუსი შეკავებულია

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო მთავრობამ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.

გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული პრევენციული ღონისძიებები მკაცრად უნდა იყოს დაცული, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ტემპი შემცირდეს.

„ჩვენ უნდა დავაკვირდეთ და გავაანალიზოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება, რათა განსაზღვროთ, თუ როგორი მდგომარეობა გვექნება შემდგომ კვირებში. საკოორდინაციო საბჭო სწორედ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ პერიოდში აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა. წინასაახალწლო პერიოდში შეზღუდვები გარკვეულად შემსუბუქდება და სწორედ ამ პერიოდში უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვა და კონტროლი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ყველა დაწესებულება და ობიექტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიხსნება, მაშინ ახალი წლის დღეებში ვირუსის გავრცელების კიდევ უფრო დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდება. 

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 178.953-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0