რა უჯდება სახელმწიფოს სწრაფი და PCR-ტესტების შეძენა: გამყრელიძის განმარტება

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით გაფართოებული კვლევის მიზანი ინფიცირებულთა დროულად გამოვლენაა, აღნიშნავს ეპიდემიოლოგი.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. სახელმწიფოს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტის შეძენა 5-6 დოლარი უჯდება, PCR-ტესტის ღირებულება კი 12-18 დოლარის ფარგლებში მერყეობს, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

საქართველოში მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. 

კლინიკა - Sputnik საქართველო
რამდენი უჯდება სახელმწიფოს ერთი კოვიდ–პაციენტის მკურნალობა: ჯანდაცვის უწყების განმარტება

„სწრაფი ტესტის ჩატარება მოსახლეობისთვის უფასოა. კორონავირუსის სიმპტომების მქონე მოქალაქეებს შეუძლიათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე თვითდინებით. მოსახლეობის ტესტირების ხარჯებს სახელწიფო ანაზღაურებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ. 

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირების პროცესში დაახლოებით 300 დაწესებულებაა ჩართული. ინტენსიური ტესტირება ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შემცირებას, დასძინა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსზე ტესტირებით დადებითი პასუხის მაჩვენებლის კლების ტენდენცია შეინიშნება. ამ პარამეტრის საშუალო მაჩვენებელმა 32-33%-დან 28%-მდე დაიწია. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში 19.636 ტესტი ჩატარდა. აქედან 11.718 სწრაფი და 7.918 PCR-ტესტი, დასძინა ეპიდემიოლოგმა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აჭარბებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო – შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში იმოქმედებს.

ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 178.953-ს მიაღწია.

ყველა ახალი ამბავი
0