გამყრელიძე: გრიპის ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა, სასურველია ყველა ორსული აიცრას

© photo: Pixabay / whitesessionექიმი ცრის პაციენტს
ექიმი ცრის პაციენტს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის თვალსაზრისით ქვეყანაში რთული ეპიდემიური ვითარებაა და ამას მალე სეზონური გრიპებიც დაერთვება.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია>>

გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ორსულებს, რომ ისარგებლონ შეთავაზებით და გრიპზე აიცრან.

„ჯერჯერობით გრიპის ვირუსის ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში, მოვხსენით ყველანაირი ბარიერი, ყველას შეუძლია მივიდეს პოლიკლინიკებში და აიცრას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორსულებს, ორსულებისთვის მთელ სეზონზე იქნება დოზების გარკვეული რაოდენობა შენახული. სასურველია, ყველა ორსული აცრილი იქნას“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ წელს 235 ათასი დოზა ვაქცინა შეიძინა, აქედან ამჟამად გამოყენებულია მხოლოდ 170 ათასამდე დოზა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: გადაწყვეტილი არაა, დასჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილ პირებს ვაქცინა

„ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობით, დაახლოებით 60-65 ათასი დოზა გრიპის ვაქცინის და გთხოვთ, ისარგებლოთ იმ შემოთავაზებით, რაც წელს სახელმწიფომ გააკეთა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ნოემბერში ფიქსირდება და პიკს დეკემბერი–იანვარში აღწევს. რაც შეეხება პრევენციულ ზომებს, იგი ისეთივეა, როგორც კორონავირუსის შემთხვევაში – ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტაციის დაცვა, პირბადის ტარება. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს.

„ახლა ყველა გაციება პრაქტიკულად კორონავირუსია“ – პაატა იმნაძე ეპიდსიტუაციაზე საუბრობს>>

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ უკვე 100 ათასი დოზა შეიძინა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0