დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა

© photo: Sputnikანთებული სანთლები ეკლესიაში
ანთებული სანთლები ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი, რომელსაც თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

დეკანოზი კორონავირუსის ნიადაგზე მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 14 ნოემბერს მოათავსეს.

„სამწუხაროდ, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, იგი მკურნალობდა საავადმყოფოში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს“, – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 164 ათასს გადააჭარბა, ვირუსი დაამარცხა 137 ათასზე მეტმა ადამიანმა. გარდაცვლილია 1 540 პაციენტი.

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ორთვიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, ამ პერიოდში რიგი შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0