კოვიდ-გეოგრაფია რეგიონების მიხედვით: რამ განაპირობა დღე-ღამური მაჩვენებლის რეკორდული ზრდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 PCR, სწორედ ამის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
როდის ხდება სიმპტომიანი და უსიმპტომო პაციენტი უსაფრთხო საზოგადოებისთვის

მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 129 210-მდე. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 462 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, იმერეთში – 931, შიდა ქართლში – 528, აჭარაში – 453, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, ქვემო ქართლში – 339, სამცხე-ჯავახეთში – 105, მცხეთა-მთიანეთში – 104, გურიაში – 84, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფო აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგი ჰოსპიტალი იქნება

ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 27 456.

აქედან საავადმყოფოში მკურნალობს 6 768 ადამიანი მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 981, აჭარაში – 1 009, იმერეთში – 1 252.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 116 პირი, მათ შორის, თბილისში – 521, აჭარაში – 154, იმერეთში – 261. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 38, იმერეთში – 55.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია  4 067 ადამიანი. მათ შორის 1 318 – თბილისში, 2 004 – აჭარაში, 424 – იმერეთში.

საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობის კურსს გადის 16 621 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში – 263, ხოლო იმერეთში – 28.

სულ 6 ოქტომბრიდან – 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 904 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 850 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 932 პირი, აჭარაში – 12 102, იმერეთში – 5 206.

ყველა ახალი ამბავი
0