კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში კვლავ ყველაზე მეტი ინფიცირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია.

თბილისი,  4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.068 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.959 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 980, აჭარა – 483, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 408, კახეთი – 335, ქვემო ქართლი – 296, შიდა ქართლი – 222, მცხეთა-მთიანეთი – 130, გურია – 122, სამცხე-ჯავახეთი – 114, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2.336 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 126.904-მდე გაიზარდა.

სამედიცინო კვლევა - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 38 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.425 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 24.349 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.671 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2.925, აჭარაში – 1.025, იმერეთში – 1.267.

1.070 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 476 პირი, მათ შორის, თბილისში – 214, აჭარაში – 117, იმერეთში – 45. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.899 ადამიანი, მათ შორის 1.277 –  თბილისში, 2.022 – აჭარაში, 343 – იმერეთში. 13.779 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.241 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 365, აჭარაში – 448, ხოლო იმერეთში – 28.

კორონავირუსზე ტესტირება - Sputnik საქართველო
ლევან რატიანი: ადამიანს, რომელიც ვირუსს გადაიტანს, სავარაუდოდ, ვაქცინა არ დასჭირდება

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.262 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19.437 პირი, აჭარაში – 12.071, იმერეთში – 4.605.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.068-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 152.704-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0