გახარია: საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უწყებათშორისი კომისია იზრუნებს

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. შეიქმნა უწყებათშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს როგორც ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ასევე ვაქცინების შესყიდვაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გამყრელიძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობისთვის უფასო იქნება>>

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ ეს კომისია უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რაც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.

 ვაქცინა - Sputnik საქართველო
საქართველოში კოვიდ-ვაქცინაციისთვის სპეციალური ჯგუფი უკვე შეიქმნა

ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს, იგი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

პირველ ეტაპზე საქართველოს უფლება აქვს შეიძინოს ვაქცინის ის დოზა, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს. ამ ეტაპზე ხელისუფლება მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესის გამართვაზე მუშაობს.

ქვეყანამ უნდა გაიაროს შესაბამისი ეტაპები – საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

აშშ კოვიდ-ვაქცინის 3 ათას ბავშვზე გამოცდას იწყებს>>

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 147.636 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 124.568-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1.387 მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0