მომღერალი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც რატი დურგლიშვილი ნაძვის ხესთან სანტას ქუდით ცეკვავს. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ყოფილმა დუეტმა მთელი დღე ერთად გაატარა, სავარაუდოდ, სიმღერაც ჩაწერეს და წყნეთის სახლში მხიარული დრო გაატარეს.
მაკა ზამბახიძე მესამე მეუღლესთან ერთად წყნეთში ცხოვრობს. წყვილი მარტში დაქორწინდა და ოფიციალური სახე მისცა ურთიერთობას, რომელსაც მომღერლისა და მორაგბის წყვილი დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
View this post on Instagram
მაკა ზამბახიძე საზოგადოებამ რატი დურგლიშვილთან დუეტით გაიცნო. 2008 წელს იურმალის კონკურსზე „ახალი ტალღა“ გამარჯვებული დუეტი „ჯორჯია“ გახდა. ჯგუფმა იქ უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველაფერს ხელი შეუშალა.
View this post on Instagram
რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ამ მიმართულებით ვერ განვითარდნენ, სამაგიეროდ მათ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა საქართველოში გააგრძელეს. თუმცა სასცენო წყვილი რამდენიმე წლის წინ დაიშალა. იყო ბევრი ჭორი, რაზეც სასცენო წყვილმა ოფიციალურად მხოლოდ ის განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელება დამოუკიდებლად, სოლო მომღერლებად სურდათ. დღეს, როგორც ჩანს, მათი არაჩვეულებრივი მეგობრობა გრძელდება.