პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ – ვის ჰგავს მათი პატარა შვილი. სოციალურ ქსელში ნოეს ხშირად წერენ, რომ პატარა ანა ჯანეტს ძალიან ჰგავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.
„გასკდა ჭამით სიმწრისგან“ – ასე უპასუხა ერთ-ერთ „ფოლოვერს“ ნოემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გოგონა მამას ჰგავს და ამას ჯანეტი უნდა შეეგუოს.
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. წყვილმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სტუმრების დაპატიჟებაზე უარი თქვა. ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა.
View this post on Instagram
ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.
View this post on Instagram
ჯანეტი და ნოე ერთად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემების ავტორი და უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 679 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.550 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 647 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 249, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, შიდა ქართლი - 95, ქვემო ქართლი - 93, აჭარა - 58, გურია - 53, სამცხე-ჯავახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235.130-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 15 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.973-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.336 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.656 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.770, იმერეთში - 702, აჭარაში - 269.
775 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 217 პირი. აქედან თბილისში - 156, იმერეთში - 26, აჭარაში - 2.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 563 ადამიანი. მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. ხოლო 7.117 პირი მკურნალობს ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9.
თვითიზოლაციაში იმყოფება 21.865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12.398 პირი, იმერეთში - 2.269, აჭარაში - 1.788.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.550-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 249 465-ს მიაღწია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.