Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მერაბ სეფაშვილი 200-ლარიან დახმარებას მოითხოვს

© courtesy of Merab Sepashviliმერაბ სეფაშვილი
მერაბ სეფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს.

მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აკრიტიკებს, აცხადებს, რომ მზადაა ხელისუფლების შემოთავაზებული უმუშევრობის 200-ლარიანი დახმარება მოითხოვოს. გადაცემა „რეაქციაში“, ცნობილ სახეებთან ერთად, სტუდიაში მიწვეული იყვნენ გარემოვაჭრეები, რომლებმაც თავიან პრობლემებზე ისაუბრეს.

მომღერალი ამბობს, რომ ადამიანების ასე გაწირვა არაფერს აღარ ჰგავს, არანაირ იმედზე არ არის საუბარი.

„არავინ გამოდის და არ გეუბნება, გექნება 200 ლარი იმისთვის, რომ პური იყიდო. ეს ეხება ყველას, მათ შორის მეც, იმიტომ რომ არ ვმუშაობ. არავის არაფერს ვთხოვ, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, იმიტომ რომ კონკრეტული გეგმა სახელმწიფოს ვალდებულებაა”, – აცხადებს მერაბ სეფაშვილი.

საქართველოს მთავრობამ ახალი ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში ბიზნესსა და შეჭირვებულ მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. 

როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი პაკეტის ბიუჯეტი 1,1 მლრდ ლარს შეადგენს. აქედან 545 მლნ ლარი მოსახლეობის დახმარების პროგრამისთვის გამოიყოფა, რომლის ბენეფიციარიც 500 ათასზე მეტი ადამიანი გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0