Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გია სურამელაშვილი ტუჩს იზრდის? – სოციალურ ქსელში პროცესის ამსახველი ფოტო ვრცელდება

© Facebook / Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მომღერალმა კოსმეტოლოგს მიაშურა და ტუჩის ფორმას იცვლის? ნახეთ ფოტო, რომელმაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც, ავტორის განცხადებით, ცნობილი მომღერალი გია სურამელაშვილი კოსმეტიკურ პროცედურას იკეთებს და ტუჩს იზრდის. თუმცა, თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, უფრო სავარაუდოა, რომ მომღერალი სტომატოლოგიურ პროცედურაზე იმყოფება.

ექსტრავაგანტური მომღერალი გია სურამელაშვილი ცნობილია სამკაულების სიყვარულით. ცნობილი მოდელისა და მსახიობის შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტი“ მისი ოქროს სამკაულები აწონეს. იდეა თავად წამყვანს ეკუთვნოდა, რომელიც დაინტერესდა, რამდენს იწონის სურამელაშვილის სამკაულები, რომლის გარეშეც მაყურებელს ის ალბათ არც ახსოვს.

თავიდან სურამელაშვილი წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ დათანხმდა. შორენას დახმარებით სამკაულები მოიხსნა და ააწონინა. ძვირფასეულობამ 600 გრამი შეადგინა, თანაც იმ დროს, როდესაც სამაჯური და საყურეები წამყვანმა ვერ მოხსნა. „ერთ კილოგრამამდე ოქროთი დადიხარ, გია?!“ – ჰკითხა მას შორენამ, რაზეც სურამელაშვილმა უპასუხა, რომ ეს იმ სამკაულების მხოლოდ ნახევარია, რომელიც ჩვეულებრივ უკეთია ხოლმე.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0