კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: თბილისში ყველაზე მეტი ინფიცირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 143.376-ს მიაღწია.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.033 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.705 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 624, აჭარა – 402, ქვემო ქართლი – 286, შიდა ქართლი – 281, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 273, კახეთი – 239, გურია – 84, სამცხე-ჯავახეთი – 68, მცხეთა-მთიანეთი – 62, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9. 
112 - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4.061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 121.621-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 39 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ჯამში გარდაცვალების 1.342 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისათვის ინფიცირების აქტიური შემთხვევა 2.387-ს შეადგენს. აქედან კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.397 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.806, იმერეთში – 1.241, აჭარაში – 999.

1.058 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 466 პირი, მათ შორის, თბილისში – 215, აჭარაში – 119, იმერეთში – 47. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.798 ადამიანი, მათ შორის, 1.973 – აჭარაში, თბილისში – 1.272, იმერეთში – 291. 10.192 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 465, აჭარაში – 1.004, ხოლო იმერეთში – 31.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.765 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 19.203 პირი, აჭარაში – 11.505, იმერეთში – 4.996.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 143.376-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0