თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა. ინფორმაციას მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, რომ გული არ გამხეთქვოდა, ის დროა ახლა, ის დღე, რომლის დადგომაც თითქოს კანონზომიერია, მაგრამ მაინც ვერავინ ვერასოდეს ეგუება, ახლა თითქოს ისიც კი მახსოვს, სულ პატარამ პირველად როგორ დაგიძახე მამა, პირველად როდის ვიგრძენი მამის სითბო და სიყვარული, მინდა მახსოვდეს და იმიტომ“, – წერს მომღერალი.
საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი ივნისში შეეძინა. მომღერალმა შვილებს ზაქარია და ნატალია დაარქვა. ნინო სურგულაძე, წარმატებული კარიერის გარდა, ქველმოქმედებით არის დაკავებული. 42 წლის მეცო-სოპრანოს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ ეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ.
ნინო სურგულაძემ გასული რვა საქველმოქმედო კონცერტით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით ოთხმოცამდე ბავშვს აჩუქა სიცოცხლე – ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ჩაუტარდა ურთულესი ოპერაციები. ამას გარდა, „ნატვრის ხის“ ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს.
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მამა გამოაჩინა. გიორგი ჩხეიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოჩნდა, სადაც განაცხადა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებაში გამოჩენა ა რუნდოდა, რადგან ზედმეტი წონის პრობლემა ჰქონდა, ახლა 25 კილოგრამი დაიკლო და ეკრანის კომპლექსი აღარ აქვს.
როგორც ჩანს, წონის პრობლემა ოჯახში აქტუალურია. ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ცოტა ხნის წინ მომღერალმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მუდმივად დიეტაზე იყო, არც ტკბილს ჭამდა და არც ცომეულს. მაგალითად ნამცხვარი 17 წლის ასაკიდან 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაუსინჯავს, ერთი ნაჭერიც კი არ უჭამია. ორსულობის დროსაც, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, დიეტაზე იყო.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წონა, მაგრამ მგონი, ასაკთან ერთად, ნებისყოფაც ქრება… ტორტი 20 წელი არ მქონდა ნაჭამი. პანდემიის დროს დავიწყე მისი ჭამა და ეს ნამდვილი კატასტროფაა, რა თქმა უნდა, აისახა ჩემს წონაზე. არ ვმეტიჩრობ, შვიდი კილო მაქვს მომატებული, რაც უკვე საგანგაშოა“, -ამბობს მომღერალი.
ყველასთვის საყვარელი მომღერალი და სხვადასხვა შოუების ჟიურის წევრი ნინო ჩხეიძე აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. მისი სიმღერები თბილისის ქუჩებში ჟღერს. მუსიკოსი ახალი ჰიტებით ერთგულ მსმენელს ხშირად ანებივრებს. მისი პროდიუსერი და მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელმაც ნინოს კარიერის დაწყებისას ძალიან ეხმარებოდა.
მოდური, ტრენდული და მუდამ მომღიმარი არტისტი ახლა ქმრისგან შორს ცხოვრობს. მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა გიორგისა და ნინოს ურთიერთობა არ დანგრეულა. პირიქით, კილომეტრები წყვილს აახლოებს. ნინოს კი ახალ შესაძლებლობას აძლევს, ქმარი სხვადასხვა ქვეყნებში შვილთან ერთად მოინახულოს და ახალი ქალაქი შეიცნოს.
რამდენიმე წელია ასე გრძელდება. თვიდან თვემდე გიორგი კორახაშვილი ნინო ჩხეიძეს კონტრაქტებს უფორმებს. მომღერალი კი, კორპორატიულ საღამოებსა თუ გრანდიოზულ ქორწილებზე გამოსასვლელად ქალიშვილთან ერთად მიემგზავრება. ამის მეშვეობით ოჯახი დროებით ერთიანდება. ნინო ქმართან გადაღებულ ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იქნება ძალაში.
პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 143 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 679 ფიზიკური პირია დაჯარიმებული.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 21 იანვარს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:01 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 2 გრადუსი, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.